სანსკრიტი

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

sanskrit_landing

  1. ანბანი
  2. ანბანის ფონეტიკური ინვენტარი
  3. საქართველოში სანსკრისის შესწავლის ისტორია
  4. გავრცელებულობა, სირთულე და სიმდიდრე
  5. გავლენა სხვა ენებსა და კულტურაზე. წერილობითი გამოყენება
  6. ცვლილებები
  7. სანსკრიტის ეზოთერიკული დატვირთვა

sanskrit-large

გრამატიკა, როგორც მეცნიერება, ძველ ინდოეთში ძვ. წ. V საუკუნეში ჩამოყალიბდა. გრამატიკისადმი ინტერესი წმინდა ტექსტების “ვედების” ხელუხლებლად დაცვის საჭიროებით იყო გამოწვეული.

ვედების კითხვას განსაკუთებული, რიტუალური მნიშვნელობა ენიჭებოდა. აუცილებელი იყო თითოეული სიტყვის სწორად წარმოთქმა. სწორედ ამ მიზნით დაიწერა “პადაპატხა” (Prātiśākhya) სადაც თითოეული სიტყვის გამოთქმის თავისებურება იყო აღწერილი. აქედან დაიწყო სიტყვების გრამატიკული ანალიზი. ფონეტიკურ მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა ნაშრომებში “პრატიშაკხიები” /Pრāტიśāკჰყა/ და “შიქშები” /Śიკსā/. ამავე პერიოდისაა პირველი ლექსიკოგრაფიული ნაშრომები. ყველაზე ადრეული ნაშრომია “ნიგჰანტუ” (Nighantu) რომელიც შედგება “ვედების” რთული სიტყვებისაგან.

1. ანბანი

საუკუნეების განმავლობაში სანსკრიტი სხვადასხვა ანბანის მეშვეობით იწერებოდა. ინდოეთში ყველაზე გავრცელებულ დამწერლობას ჰქვია დევანაგარი, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს დამწერლობას, რომელსაც „ნახევარღმერთთა ქალაქებში ხმარობენ“.

დევანაგარის ანბანი შედგება ორმოცდარვა ასოსაგან: ცამეტი ხმოვნისა და ოცდახუთი თანხმოვნისგან. წარსულში სანსკრიტის გრამატიკოსებმა ეს ანბანი პრაქტიკული ლინგვისტური პრინციპების მიხედვით შეადგინეს და ამ წყობილებას აღიარებს დასავლეთის თითქმის ყველა მეცნიერი.

2. ანბანის ფონეტიკური ინვენტარი

550px-Devanagari_ligatures_Monier-Williams_1846_enhanced

31306-sanskrit-alphabet

5109664

Sanskrit_alphabet_el

alphabet_vowels

სანსკრიტისათვის არაა დამახასიათებელი ძლიერი აქცენტუაცია მარცვლებზე ან პაუზები ხაზის სიტყვებს შორის. გვხვდება მხოლოდ მოკლე და გრძელ (მოკლეზე ორჯერ გრძელ) ხმოვნებზე მახვილთა მონაცვლეობა. გრძელი მარცვალი ისაა, რომელიც გრძელ ხმოვანს (ā, ai, au, e, ī, o, ř, ū) შეიცავს, ან რომლის მოკლე ხმოვანს ერთზე მეტი თანხმოვანი მოჰყვება (ჰ-სა და მ-ს ჩათვლით). ასპირირებული ტანხმოვნები (თანხმოვნები, რომელთაც მოჰყვენა ჰ) ერთ თანხმოვნად ითვლება. დიფთონგი  „gn“ გამოითქმის, როგორც „გჲა“; დიფთონგები  ჲა,  ჲე,  ჲო  და  ჲუ  გამოითქმის, როგორც რუსული я,  йе,  йо,  ю.

სანსკრიტი უნიკალური ენაა. ამბობენ, რომ ის მოსულია ჩვენთან სხვა რელობიდან და სხვა ენებისგან განსხვავებით სანსკრიტული ანბანი აწყობილია მეცნიერულ დონეზე. ყველასათვის ცნობილია, რომ არსებობს 5 სტიქია. ამ სტიქიებს შეესაბამება გრძნობათა 5 ორგანო, ანუ გრძნობათა 5 ობიექტი – სმენა, შეხება, ყნოსვა, გემო და მხედველობა, რომლებიც შეესაბამება 5 შემდეგ გრძნობის ორგანოს: ყური, კანი, ცხვირი, ენა და თვალი.

სანსკრიტი (სანსკრ. Sanskrta „შედგენილი“ ) – ინდოეთის უძველესი ლიტერატურული ენა. სანსკრიტზე შეიქმნა ოთხი ვედა, ინდური ნაციონალური ეპოსები: რამაიანა (თქმულება რამაზე) და მაჰაბჰარატა (ბჰარატთა ისტორია), ასევე უამრავი რელიგიურ-ფილოსოფიური ტრაქტატი (შასტრები, სმრიტები, უპანიშადები, პურანები) და სხვ.

უძველესი დროიდან სანსკრიტს ფლობდნენ ინდოელი ქურუმები (ბრაჰმანები), რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ენის ურთულეს გრამატიკას და სანსკრიტზე ოდითგანვე შექმნილ უზარმაზარ ლიტერატურას მასწავლებლისგან, ე.წ. გურუსგან იღებდნენ, მოსწავლეზე ზეპირი დაგაცემით.

დაბალი წარმოშობის მოსახლეობისთვის აკრძალული იყო სანსკრიტის შესწავლა.

დღეისათვის სანსკრიტი ძველებრაულის, ძველბერძნულისა და ლათინურის მსგავსად მკვდარი კლასიკური ენაა.

სანსკრიტს შეგვიძლია ვუწოდოთ ლიტერატურული ენა. სანსკრიტი შეგვიძლია ვუწოდოთ ენას გრძნობიერების შესახებ („გრძნობიერების ენა“), რადგან ის გვიხსნის ჩვენ კარებს მდიდარი ინდური ლიტერატურისაკენ. სანსკრიტი არაა შეზღუდული სულიერი  და რელიგიური თემატიკით, არამედ ის მოიცავს უამრავ ლიტერატურულ ჟანრს. იმისათვის, რომ გავიგოთ სრულად ის სიბრძნე, რაც არის ჩადებული ვედურ ტექსტებში, აუცილებელია შევისწავლოთ სანსკრიტი.

3. საქართველოში სანსკრისის შესწავლის ისტორია

საქართველოში სანსკრიტის შესწავლას აქვს თავისი ტრადიცია და ის დაკავშირებულია ქართველი ენათმეცნიერის, გიორგი ახვლედიანის სახელთან, რომელიც იყო საქართველოში სანსკრიტის პირველი მცოდნე და მასვე ეკუთვნის რიგვედას ორი ჰიმნის ორიგინალური თარგმანი. ასევე აღსანიშნავია მისი დამსახურება ქართულ ენაზე სანსკრიტის პირველი სახელმძღვანელოს შექმნაშიც. წიგნის სახელწოდებაა “სანსკრიტი”: მოკლე გრამატიკა და ნაწყვეტები კლასიკური სანსკრიტიდან და რიგვედიდან ლექსიკონითურთ ტფილისი, სახელმწ. უნ-ტის გამოცემა, 1920.

4. გავრცელებულობა, სირთულე და სიმდიდრე

გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ინდოეთში, როგორც ერთ-ერთი წერილობითი ენა ძვ. წ. I ათასწლეულში. სანსკრიტს უნდა შევხედოთ არა როგორც რომელიმე ერის ენას, არამედ როგორც განსაზღვრული კულტურის (ამ შემთხვევაში ინდური კულტურის) ენას, გავრცელებულს მხოლოდ სოციალურ ელიტაში. ეს კულტურა წარმოდგენილი იყო, უპირველეს ყოვლისა, ინდური რელიგიური ტექსტებით. როგორც ძველი ბერძნული და ლათინური ენები დასავლეთში, სანსკრიტი აღმოსავლეთში შემდგომ საუკუნეებში გახდა საერთოკულტურული ურთიერთობების ენა, მეცნიერებისა და რელიგიური ღვთისმსახურების.

ჩვენს დროში სანსკრიტი ითვლება ინდოეთის 22 ოფიციალურ ენას შორის ერთ-ერთად. სანსკრიტის გრამატიკა მეტისმეტად რთული და არქაულია. მიიჩნევენ, რომ სანსკრიტი არის ერთ-ერთი ყველაზე ფლექსიური ენა მთელს მსოფლიოში. სანსკრიტის ლექსიკა მდიდარია და სტილისტიკურადაც მრავალფეროვანი.

5. გავლენა სხვა ენებსა და კულტურაზე. წერილობითი გამოყენება

სანსკრიტმა ზეგავლენა მოახდინა ინდური ენის განვითარებაზე, პირველ რიგში, ლექსიკური თვალსაზრისით. ასევე მან ზემოქმედება მოახდინა რამდენიმე სხვა ენაზეც, რომლებიც მოხვდნენ სანსკრიტისა და ბუდიზმის სფეროში (კაბის ენა, ტიბეტური ენა). სანსკრიტი ინდოეთში გამოიყენება როგორც ჰუმანიტარული მეცნიერებისა და რელიგიური კულტის ენა, ვიწრო წრეში – როგორც სასაუბრო ენა.

სანსკრიტი იყენებდა სხვადასხვა ტიპის დამწერლობებს; ამომავალი ბრაჰმისათვის: კჰაროშტჰი, კუშანეური დამწერლობა, გუპტა, ნაგარი, დევანაგარი და სხვ. დღესდღეობით  სანსკრიტისთვის გამოიყენება მხოლოდ დევანაგარი. სანსკრიტზე დაწერილია მხატვრული, რელიგიური, ფილოსოფიური, იურიდიული და სამეცნიერო ლიტერატურა, რომელმაც გავლენა მოახდინა სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაზე და ასევე დასავლეთ ევროპაზეც.

6. ცვლილებები

სანსკრიტი, რომელიც იყო თავდაპირველი ენა კომუნიკაციისთვის ძველ ინდოეთში, ცოცხლობს თანამედროვე ინდურ მეტყველებაშიც. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღევანდელობამდე მოაწყია სახეცვლილი ფორმით. შესაბამისად, მან მოგვცა ინდური ენის მთელი რიგი დიალექტები, რომლებიც სათავეს, რა თქმა უნდა, სანსკრიტში იღებენ.

განსხვავებით ინგლისურისაგან და სხვა თანამედროვე ევროპული ენებისაგან, სანსკრიტი შედარებით რთულად მოგვეჩვენება, მაგრამ ამასვე ვერ ვიტყვით ქართულ ენასთან მიმართებით. საქმე ისაა, რომ სანსკრიტის ანბანი (დევანაგარი) და გრამატიკა საკმაოდ უცხოა ტავისი გრამატიკული ფორმებითა და ლექსიკუად იმაზე უფრო მდიდარი ენაა, ვიდრე ძველი ბერძნული და ლათინური. ამ მხრივ სანსკრიტს ქართული ენა უფრო უახლოვდება გრამატიკული სისტემის სირთულის თვალსაზრისით.

ბგერების საშუალებით ადამიანს შეუძლია, რომ გადართოს თავისი აღქმა სხვადასხვა ნატიფ ენერგიებზე. თუ ადამიანი სწორად წარმოსთქვამს მათ, ისინი ტრანსფორმაციას უკეთებენ ჩვენს შინაგან ენერგიებს.

არსებობს 4 ნახევარხმოვანი სანსკრიტში: ია, რა, ლა და ვა. ისინი შეესაბამებიან ოთხ ნატიფ ელემენტს (ჩიტა, აჰანკარა, მანას და ბუდჰი). აჰანკარას შეესაბამება „ია“ (აქედან მოდის რუსული я). არსებობს სამი ენერგია, რომლებიც მოქმედებენ ამ სამყაროში. ესენია: მოქმედების ენერგია (ბალა), სურვილის ენერგია (გიანა) და ნების ენერგია (კრია). მათ შეესაბამება 3 სისინა ბგერა, რომლებიც მკვეთრად გამოხატულია რუსულ ენაში  с, ш, щ-ს სახით.

არსებობს 14 ხმოვანი სანსკრიტში, რომლებიც ასევე განსაზღვრულ ელემენტებს შეესაბამება. პირველი ბგერა სანსკრიტში ისევე, როგორც სხვა ენებში არის „ა“, რომელიც განსაზღვრავს სულს და უკანასკნელი ბგერებია „ჰა“ და ცხვირისმიერი „მ“. თუ ავიღებთ მთელ ანბანს თავიდან ბოლომდე (ან-ბან-ისა და ალფა-ბეტ-ის ანალოგიით) გამოვა „აჰამ“, რაც სანსკრიტზე ნიშნავს „მე“-ს. სხვაგვარად რომ ვთქვათ სანსკრიტთან შესაბამისობაში ბგერები წარმოადგენენ მთელ სამყაროს და მთელ რეალობას.

7. სანსკრიტის ეზოთერიკული დატვირთვა

არსებობს სიტყვით მკურნალობის სხვადასხვა სახეები. იოგაში არის ერთი მიმართულება, რომელსაც ლაიია-იოგა ეწოდება და რომელიც ეფუძნება ბგერებით მკურნალობის პრაქტიკას. იოგები იყენებენ სწორედ სანსკრიტულ ანბანს, რომელიც შედგება 13 ხმოვნისა და 25 თანხმოვნისაგან. ბგერები გადანაწილებულია ჩაკრების მიხედვით. იოგი ჯერ ბგერის იდეოგრაფიაზე ახდენს ყურადღების კონცენტრაციას, შემდეგ ბგერას წარმოთქვამს, თანდათან იძირება და ერწყმის ბგერას, რისი მეშვეობითაც მიიღწევა ტრანსცენდენტურობა. მედიტაციის მიზანია „შინაგანი ბგერით” “გარეგანი ბგერის” ჩახშობის მიღწევა. ამის წყალობით კი ბგერა ძალას, ენერგიას აძლევს ინდუსს. ამოსავალი კი არის იმის რწმენა, რომ აღნიშნული ანბანის სისტემაში სამყაროს მთელი სასიცოცხლო ენერგია არის კონცენტრირებული.[1]

თუ ადამიანი სწორად წარმოსთქვამს ბგერებს, მას შეუძლია გაააქტიუროს სხვადასხვა ენერგიები ნატიფი რეალობიდან. ის, რაც ადრე მანტრების საშუალებით მიიღწეოდა, ჩვენს დროში მიიღწევა „იანტრების“ საშუალებით. იანტრა ნიშნავს მექანიზმს, მანქანას. ჩვენ ვცხოვრობთ მექანიზმების საუკუნეში და ჩვენს სურვილებს იანტრების საშუალებით ვანხორციელებთ.

ვედების მიხედვით, ცნობიერების ტრანსფორმაციის ყველაზე ძლიერი მეთოდი ბგერაა. ბგერით ფორმულებში შეკუმშული, კომპრესირებული სახით ჩადებულია  ცოდნა. მაგალითად, მთელი ვედური ცოდნა მოცემულია ბგერათა კომპლექსში „ომ“ და როცა „ომ“-ს წარმოვთქვამთ, ეს ცოდნა შიგნიდან იხსნება ჩვენში („ომ“ წარმოთქმისას მონაწილეობს სამი ბგერა: ა, უ და მ).

visudha-sounds1

ბგერა მატერიალური სამყაროს პირველი ელემენტი, რომლისაგანაც შეიქმნა ყოველი დანარჩენი და სწორედ ბგერას შეუძლია, რომ ამ სამყაროს მიღმა გაგვიყვანოს:

  1. ლამ – თუ ვიმეორებთ ბგერას „ლამ“, იგი შეესაბამება „მულადჰარა“ ჩაკრას (ყველაზე ქვემოთა ჩაკრას). ეს ცაკრა რეზონანსშია მიწის ელემენტთან და თუ ადამიანი ხშირად იმეორებს ამ ბგერას, ადამიანს გაუჩნდება შინაგანი საყრდენი (სიმტკიცე) გონებაში. გახდება უფრო მყარი და სტაბილური;
  2. ვამ – შემდეგ (სექსუალურ) ჩაკრისს ვიბრაცია;
  3. რამ – მზის წნულის ჩაკრას შეესაბამება და ამ ბგერაში არის ცეცხლის ენერგია (მზის წნული კი უპირატესად ცეცხლის ელემენტს უკავშირდება);
  4. იამ – გულის ჩაკრას (ანაჰატა ჩაკრას) ვიბრაციაა (სული სწორედ გულის მიდამოშია);
  5. ჰამ – ყელის ჩაკრას შეესაბამება;
  6. ომ –  შეესაბამება მესამე თვალის ჩაკრას.

ყველა ვედა და საერთოდ ყველა ბგერა მოდის პირველსაწყისი მარცვლიდან „ომ“.

ყველა ჩაკრას თავისი ფუნქცია და თავისი გავლენა აქვს ნატიფ და უხეშ სხეულზე.


წყარო:

ბარბაქაძე, ცირა, ქართული მჭევრმეტყველების პრაგმატიკა, თბილისი, 2004.

http://www.sanskrittattoo.info/tag/sandscript-symbols

http://vedaliteratura.wordpress.com/2013/08/01/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98/


[1] ბარბაქაძე, ცირა, ქართული მჭევრმეტყველების პრაგმატიკა, თბ., 2004, გვ. 41-42.

Advertisements

Comments are closed.