ინდიგოები

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

indigo

“ინდიგო ბავშვი არის ისეთი ბიჭი ან გოგო, რომელშიც ვლინდება ახალი და უჩვეულო ფსიქოლოგიური თვისებები, ყოფაქცევის ნიმუში – საზოგადოდ, აქამდე რომ არ ყოფილა დადასტურებული. ამ მოდელის საოცრად უნიკალური ფაქტორი მოუწოდებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რომ შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება და აღზრდა ასეთი ბავშვების მიმართ, რათა დაეხმარონ მათ ცხოვრებაში ბალანსისა და ჰარმონიის მიღწევაში და თავიდან ააცილონ იმედგაცრუება.”

/ლი ქეროლი & იან ტობერი/

The-Indigo-Children-Carroll-Lee-9781561706082

ინდიგო ბავშვები  ევლინებიან დედამიწას ბოლო 100 წლის განმავლობაში. ადრეული ინდიგოები იყვნენ პიონერებიდა გზის მჩვენებლები. II მსოფლიო ომის შემდეგ, ინდიგოების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიბადა. როგორც არ უნდა იყოს, მათი დაბადების შემთხვევები იყო ძალზედ იშვიათი და არა ისეთი ხშირი, როგორიც ეს 1990-იან წლებში და ამის შემდგომ შეინიშნებოდა. ყოველ შემთხვევაში, 2000-იანი წლების შემდეგ და დღეისათვისინდიგოების გასაოცრად დიდი რაოდენობა იბადება და იბადებიან უფრო მეტად განვითარებულიშესაძლებლობებითა და გაზრდილი ტექნოლოგიური და შემოქმედებითი გამოცდილებით.

ინდიგო ბავშვები ყოველდღიურად ევლინებიან ამ სამყაროს. ისინი არიან საკმაოდ ძალმოსილნი და მიზნადისახავენ იყვნენ სხვათა გიდები, რათა შევიდეთ ცნობიერების ახალ ერაში, როგორც უწოდებენ “ახალ ოქროსეპოქაში”.

ინდიგოს ჯგუფი შედგება უფრო მოზრდილებისგან 7-დან 30 წლამდე (1), რომლებიც, საბოლოო ჯამში,ერთიანდებიან “ინდიგო ბავშვების” სახელწოდებაში. ისინი ვერ შეესაბამებიან საერთო სიტუაციას ისეთადგილებში, როგორიცაა სახლი, სკოლა და სამსახური. ინდიგოები არიან აქ, რათა დაარღვიონ საზღვრები,რელიგიური, საგანმანათლებლო და სხვა სახის ლეგალური სისტემები, რომლებიც მიზანსა და მთლიანობასმოკლებულნი არიან. იმისათვის, რომ განახორციელონ ეს, ისინი დაჯილდოებულნი არიან ტემპერამენტით,სიმამაცითა და გამბედაობით.

ის მოზარდები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს და რომლებიც საერთო ფასეულობებთან შესაბამისობაშიარიან, შესაძლოა ვერ უგებდნენ ინდიგოებს. ამ უკანასკნელთ ხშირად უსვამენ ფსიპოლოგიურ დიაგნოზს, რომელსაცმეცნიერები უწოდებენ ყურადღების დეფიციტს ჰიპერაქტიური მოშლილობის ფონზე (Attention Deficit with Hiperactivity Disorder (ADHD), ანუ ყურადღების ნაკლებობას (Attention Deficit Diorder (ADD). სამწუხაროა, როდესაც ისინი იძულებულნი არიან მედიკამენტები მიიღონ, რისშედეგადაც ხშირად იტანჯებიან ტრავმებით, რადგან, სინამდვილეში, ისინი დაბადებულნი არიან მსუბუქი ფორმის სტრესული მოშლილობებით. მათი პიროვნულობასისტემატიურად იმარხება მედიკამენტებისა და ხანდახან რელიგიის ქვეშაც.

ინდიგო ბავშვებს შეუძლიათ იგრძნონ არაკეთილგანწყობა, როგორც ძაღლებს გააჩნიათ საფრთხის განცდა. ინდიგოებმა იციან როდის ატყუებენ, როდის მზრუნველობენ და როდისმანიპულირებენ. ამ კოლეტივის დანიშნულებაა წარღვიძღვნენ ახალ სამყაროსთან ინტეგრაციისკენ.

 ინდიგოები ხშირად ვარდებიან წინააღმდეგობაში თავიანთ მშობლებთან, უმეტესად კი მამასთან მიმართებაში; ისინი გრძნობენ უზარმაზარდაპირისპირებას მამის მხრიდანაც და საერთოდ, ოჯახის მამრობითი წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებული რეაგირება აქვთოჯახის უფროსის ნერვულ აშლილობებსა და შესაბამისად, კონფლიქტებზე. ინდიგოები ზრუნავენ იმაზე, რომ გაუგონ ადამიანებს, თუმცამიუხედავად ამისა, მათსავე ბუნებაშია ტენდენცია, რაც წარმოქმნის გათიშულობას მათსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მიიჩნევენ“არათავისიანებად”.  ინდიგოები როდესაც თავს შემოჭილად და შეზღუდულად გრძნობენ, ხშირად ამჯობინებენ, რომ გაწყვიტონურთიერთობა მათზე ძალაუფლების მქონე პირებთან, ხშირად ტავიანთი ცხოვრების სადავეებს თვითონვე ირებენ ხელში, მიდიანსახლიდან, პოულობენ თავიანთ გზას, იმის მიუხედავად, იწონებენ თუ არა მათ საქციელს, თუ ყოფას.

ინდიგო ბავშვები დაბადებიდანვე განიცდიან რაღაც დანაკლისს და ერთგვარი კავშირის არქონას მამასთან, აშკარა უგულვებელყოფასბიოლოგიური მამისას. მათ ხშირად უჩნდებათ დიდი სურვილი იმისა, რომ ჰყავდეთ ძლიერი ხელმძღვანელი. ისინი საჭიროებენ მაგალითსხალხიდან და ყველაზე მეტად ისინი ითხოვენ პატივისცემას სამყაროსგან.

იმის გამო, რომ ინდიგოები განიცდიან კეთილშობილური ავტორიტეტის ნაკლებობას, დიდი მისწრაფება აქვთ ჩაებღაუჭონ ძალაუფლებისმქონე ისტორიულ პიროვნებებს, უფრო ხშირად კი დიქტატორებს.  ინდიგოებს დიდად ხიბლავთ ისეთი ხალხი, როგორნიც არიან ნერუ,მუსოლინი, ჰიტლერი, ფრანკო; ასევე იზიდავთ ძველი ცივილიზაციები, რომის იმპერატორები, ძველი მეფეები, სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიები და ძველი დროის გმირები, ანუ ყოველი ისეთი ადამიანი, რომელიც დიდ ძალას/ძალაუფლებას ფლობდა.

Advertisements

Comments are closed.