ინდიგოები და კრისტალები

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

რა განსხვავება არსებობს ინდიგო და კრისტალურ ბავშვებს შორის?

Indigo & Crystals

ინდიგო და კრისტალური ბავშვები ქმნიან ორ ჯგუფს;  პირველნი არიან ისინი, რომლებიც ინდიგოებად დაიბადნენ და ამჟამად, ასრულებენ თავიანთ ტრანსმისიას კრისტალურ ფაზაში გადასასვლელად. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი გაივლიან სერიოზულ სულიერ და ფიზიკურ ტრანსმორმაციას უკვე სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის. აღნიშნული პროცესი გააღვიძებს მათ “კრისტალურობას” მათსავე ცნობიერებაში და ამგვარი ზემოქმედებით ისინი დაუკავშირდებიან ევოლუციურ ტალღას, ე. წ. “ადამიან-ანგელოზებს”.

მეორე ჯგუფი კი შედგება იმ ინდივიდებისაგან, რომლებიც დაიბადნენ ინდიგოს თვისებების გარეშე, მაგრამ შეიძინეს კრისტალური ცნობიერება თავიანთი შრომისმოყვარეობითა და გულმოდგინებით, რომელიც მიმართეს, განსაკუთრებით, სულიერი წინსვლისკენ. ეს ადამიანები არასწორად აღიქმებიან და ხშირ შემთხვევაში, გაუგებარნი რჩებიან გარშემომყოფთა მხრიდან, უმთავრესად კი ამაში იგულისხმება მათი ქცევები საზოგადოებაში, სკოლის გარემო-პირობებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში. მათ ხშირად უსვამენ ADD-ის (Attention Deficit Disorder) დიაგნოზს ან სხვა სახის ფსიქოლოგიურ შიზოფრენიასა თუ მძიმე დეპრესიას.

ტერმინები “ინდიგო” და “კრისტალი” გაჩნდა ამ ორი თაობის აღსანიშნავად, რომ ამით მოეხდინათ მათი აურის ფერისა და ენერგიის დეტალიზება. ინდიგო ბავშვებს აქვთ ძალზედ ბევრი ინდიგო-ლურჯი თავიანთ აურაში. ეს არის “მესამე თვალის ჩაკრის” ფერი, რომელიც წარმოადგენს ენერგო-ცენტრს განთავსებულს შუბლთან, ზუსტად, თვალებს (წარბებს) შორის და რომელსაც ეწოდება აჯნა, რიგით მეექვსე ჩაკრა. კრისტალური ბავშვების უმრავლესობას კი აქვს ოპალისფერი აურა, თავისი უმშვენიერესი მრავალფეროვნებით პასტელის ტონებში.

ინდიგოებს ბევრი საერთო ნიშან-თვისება აქვთ კრისტალურ ბავშვებთან. ორივე თაობა ავლენს მაღალმგრძნობელობასა და ინტუიციას. რაც არ უნდა იყოს, ისინი მაინც არ არიან იდენტურნი; ინდიგო მიდრეკილია, რომ ჰქონდეს მეამბოხე სული და მძიმე ტემპერამენტი, ხშირად ჯანყდებიან, განსხვავებით კრისტალებისგან.

რა ვიცით ინდიგო, კრისტალურ, ბავშვებზე(2)

  1. აქვთ თავიანთი გამოკვეთილი ცხოვრებისეული მისია, მაგრამ ამავე დროს გრძნობენ, რომ სამყარო არაა მოწყობილი მათი გემოვნების შესაბამისად _ ისინი იწუნებენ მას.
  2. არიან მაღალი ცნობიერების მატარებელნი და აქვთ ისეთი ცოდნა, რაც მათ ასაკთან შედარებით, როგორც წესი, შეუსაბამოა.
  3. გამოხატავენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას მსოფლიოში გავრცელებული და დოგმატური რელიგიების _ ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის _ მიმართ.
  4. აქვთ სიძნელეები წესრიგთან დაკავშირებით, ან კანონმორჩილ საზოგადოებასთან.
  5. აღიქვამენ სამყაროს სხვაგვარად, ვიდრე ამას აკეთებს, ჩვეულებრივ, ადამიანთა უმრავლესობა.
  6. აქვთ ძლიერი ინტუიცია.
  7. არიან ტელეპატიურნი.
  8. კარგად ერკვევიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
  9. აქვთ უფროსობის/აღმატებულობის/ზედამხედველობის შეგრძნება.
  10. ბუნებით არიან მაძიებელნი (ეძებენ პირს, რომელიც იქნება ავტორიტეტი).
  11. აქვთ შეგრძნება იმისა, რომ დაიბადნენ, რათა განახორციელონ თავიანთი ცხოვრებისეული მისია და მიაღწიონ წარმატებას.
  12. თავს გრძნობენ იზოლირებულად და მარტოდ თავიანთ წარმოდგენასა თუ რწმენაში.
  13. თავს გრძნობენ ძალზედ ჩაკეტილებად თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებთან და მეგობართანაც კი.
  14. იციან ჯდომა ლოტოსის პოზაში (ან იოგის სხვა რომელიმე პოზაში) ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში.
  15. თავს გრძნობენ ანტისოციალურ არსებებად.
  16. არიან ძალზედ მგრძნობიარენი მაშინაც კი, თუ გარეგნულად არ ემჩნევათ ეს.
  17. ჰქონდათ/აქვთ მძიმე ბავშვობა.
  18. არიან ვეგეტარიანელები ან ამცირებენ ხორცის შემცველობას თავიანთ რაციონში.
  19. მათ ყურადღებას იქცევს სახელი ლუციფერი (აქვთ უდიდესი ემოციონალური შეგრძნება, როდესაც ეს სახელი ესმით, ან ამბობენ).
  20. ხშირად ხედავენ ნათელ სიზმრებს.
  21. მეტწილად გამოირჩევიან დიდი, ფართო და ღია ფერის თვალებით, ხშირად გიჟური გამოხედვითაც კი.
  22. აქვთ განსხვავებული გარეგნობა, შეიძლება ახასიათებდეთ კრისტალის მსგავსი სილამაზე და კლდეების მაგვარი სისადავე.
  23. ისინი ხშირად იჭერენ საკუთარ თავს იმაში, რომ არიან უმიზეზოდ აგრესიულნი, ან სასოწარკვეთილნი/გაუწონასწორებელი სულიერი განწყობილება აქვთ.
  24. აქვთ კარგი გემოვნება და აფასებენ ხარისხს.
  25. ახასიათებთ რკინისებრი ნებისყოფა.
  26. ძლიერი ხასიათისანი არიან, გამბედავნი და შეუპოვარნი.
  27. იზიდავთ ძველი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციები, როგორიცაა შუამდინარული (შუმერულ-ასურულ-ბაბილონური), ეგვიპტური, ინდური, ჩინური, იაპონური და ანტიკური (ძველი ბერძნული/რომაული) ცივილიზაციები და სხვ.
  28. იზიდავთ ისეთი ადამიანები ან არქეტიპები, რომელთაც ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს ან უარყოფით პიროვნებებად ითვლებიან. მაგალითად, სატანა, ალექსანდრე მაკედონელი, ვლად დრაკულა, ადოლფ ჰიტლერი, მაჰათმა განდი და სხვ.
  29. არიან შემოქმედნი, არტისტულნი და მარალინტელექტუალურნი.
  30. ლაპარაკობენ თავიანთ წარსულ ცხოვრებაზე, როცა იყვნენ პატარები, მაგრამ გაიზარდნენ და ამის შესახებ ავიწყდებათ.
  31. ხშირ შემთხვევაში, მათი ფიზიკური მონაცემები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, ინდიგო ბიჭია, გოგო, მოზარდი, თუ ბავშვი…
  32. ხშირ შემთხვევაში ლაპარაკს სწავლობენ საკმაოდ გვიან და მიზეზი ამისა, არის უსიტყვო კომუნიკაციისადმი მიდრეკილება.
  33. ემალებიან ხალხს ადრეულ ასაკში 1-4 წლამდე.

(1) ეს მონაცემი არის პირობითი იმის გათვალისწინებით, რომ დროში ცვალებადია;

(2) ბევრი რამ ჩემი დაკვირვებისა თუ გამოცდილების შედეგად მაქვს დამატებული

Advertisements

Comments are closed.