კიბერპანკი – ადამიანის ახალი მოდელი თუ ძველი ტრადიცია?

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

ვინ არის კიბერპანკი?

survival intelligence

კიბერპანკი არის ადამიანი, რომელიც შემოქმედებითად იაზრებს მისთვის ხელმისაწვდომ ნებისმიერი სახის ინფორმაციას. ისინი იწოდებიან თვითდაჯერებულ ინდივიდუალისტებად (ულტრა-ინდივიდუალისტებად), ინიციატორებად, ნონკონფორმისტებად, მეამბოხეებად, ფსიქოპატებად, კომპიუტერულ ვიზიონერებად, ხატმებრძოლებად, უტოპისტ მეოცნებეებად, მარტოსულებად და თავდაჯერებულ ყოვლისმცოდნეებად… შუა საუკუნეების ინკვიზიცია მათ ერეტიკოსებად რაცხავდა, ბიუროკრატები კი – დისიდენტებად, სხვაგვარად მოაზროვნეებად, აცხადებდნენ ხალხის მტრებად და მოღალატეებადაც. ეს ადამიანები, არ ჯდებოდნენ საზოგადოებრივ სტანდარტებში.

ხანდახან მათ ეძახიან ჭკვიან, შემოქმედებით ადამიანებს მდიდარი წარმოსახვის უნარით, ექსპერიმენტატორ მწერლებს, რისკიან რეჟისორებს, გენიალურ მეწარმეებს, ნიჭიერ ჰაკერებს, ინფორმაციულ ადეპტებს, გამომგონებლებს, ნოვატორებს, ექსცენტრიკებს – ყველას, ვინც გაბედულად და უშიშრად წარმართავს თავის იდეებს.

კაცობრიობის ისტორიის ყოველ ეტაპზე ჩნდებოდა თქმულებები გმირებზე ან როგორც მათ უწოდებდნენ “ნახევარღმერთებზე”, რომლებიც იყვნენ ძლიერი, შემოქმედებითი და გარდაქმნების მომტანი ადამიანები.

ასეთი ადამიანები აგროვებენ, ამუშავებენ და ფლობენ ახალ ინფორმაციას და მზად არიან წარუძღვნენ სხვებს განვითარების ახალი სტადიისკენ. როგორც წესი, ასეთ მკვეთრად გამოხატულ ინდივიდუალისტ ადამიანებს“ახირებულ თეთრ ყვავებს” უწოდებენ. მათ ახასიათებთ დაუოკებელი ცხობისმოყვარეობა, გამბედაობა, დიდი ენთუზიაზმი და ზედმეტად მაღალი თვითშეფასება. ეს ის აუცილებელი თვისებებია, რომლებიც საჭიროა, რათა გახდე გენეტიკური გიდი (“პილოტი/მესაჭე”), ან, როგორც ამას სხვაგვარად უწოდებენ “კონტრკულტურული ფილოსოფოსი”.

კიბერპანკი მაინც არაა ახალი მოვლენა და თანამედროვეობის კუთვნილება. ძველ სამყაროში, კერძოდ, ანტიკურ საბერძნეთში კიბერპანკის კლასიკურ ნიმუშად შეგვიძლია დავასახელოთ პრომეთე – გმირი, რომელმაც კაცობრიობას “ტექნიკური პროგრესი” მოუტანა. მან მოპარა ღმერთებს ცეცხლი და ადამიანებს მრავალი სასარგებლო ხელობა თუ მეცნიერება ასწავლა. ბერძნული მითის ოფიციალური ვერსიის თანახმად თანახმად, ის ამგვარი ამპარტავნული საქციელის გამო, იმის გამო, რომ ადამიანებს საიდუმლო, საკრალური და დაფარული ცოდნა გადასცა, გაგდებულ იქნა ადამიანთა მოდგმიდან და მარადიული ტანჯვა მიესაჯა. მაგრამ მითი არაკანონიკური ვერსიის თანახმად, პრომეთე იყენებს თავის ოსტატობას იმისათვის, რომ გაექცეს ერთ ადგილზე გაყინულ, განვიტარების ჩიხში მოქცეულ გენეტიკურ ნათესაობას და თან მიჰყავს გენოფონდის ნარჩევი ნაწილი.

ძველ სამყაროში, ოღონდ სხვა კულტურაში, ამ მითის ანალოგიად შეგვიძლია ჩავთვალოთ ამერიკელ ინდიელთა, კერძოდ, აცტეკების ღვთაება კეცალკოატლი, რომელიც იყო ცივილიზაციის ღმერთი, მაღალი ტექნოლოგიური ჯადოქარი. მან გააცნო კაცობრიობას კალენდარი, ეროტიკული სკულპტურები, ფლეიტაზე დაკვრა, ხელობები და მეცნიერებები. ის ტეცკატლიპოკამ გააძევა. სხვა ვერსიით, კეცალკოატლი თავისი ნებით წავიდა ტივით და დაიქადნა, რომ დაბრუნდებოდა.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის ეპოქას სხვაგვარად ტექნოკრატიის ეპოქას უწოდებენ. აქ შემოქმედება და ინტელექტი უკვე ეთიკის სფეროში ინაცვლებს.

57911342641462

“კარგ ადამიანებად” კიბერნეტიკულ ცივილიზაციაში ითვლებიან დამოუკიდებლად მოაზროვნე ინტელექტუალები. “პრობლემურ ხალხად” კი იქცევიან ისინი, რომლებიც აზროვნებენ ავტორიტეტებით, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი სტატუსის დაცვისა და გამყარების მიზნით, რომლებიც მისდევენ მასობრივ კულტურასა, იმის ნაცვლად, რომ დამოუკიდებლად იაზროვნონ.


დამოუკიდებელი აზროვნების ტრადიცია ჯერ კიდევ ადამიანის ისტორიის ადრეულ ეტაპზე გაჩნდა. თვითონ ადამიანი კი განისაზღვრებოდა, როგორც Homo Sapiens – ცხოველი, რომელსაც აზროვნება შეუძლია.

ჩვენი მთავარი გენეტიკური ფუნქცია, სწორედ, ამაში მდგომარეობს. კიბერპანკი არის რეალობის მესაჭე, რომელიც აზროვნებს შემოქმედებითად და მკაფიოდ, იყენებს კიბერაპარატურას. ეს არის XXI საუკუნის ადამიანის ახალი როლური მოდელი Homo Sapiens Cyberneticus.

გაუმჯობესებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში ჩნდება კითხვა: მზად ვართ ისევისე შევასრულოთ ჩვენი მთავარი გენეტიკური ფუნქცია? ამას ისევ დრო გვიჩვენებს…

საიდან მოდის სიტყვა “კიბერნეტიკა”?

ტერმინი კიბერნეტიკა წარმოიშვა ბერძნული სიტყვისაგან და ნიშნავს პილოტს, მესაჭეს. ამ სიტყვის ბერძნული წარმომავლობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მას მივყავართ57911342641041 დამოუკიდებელი მოაზროვნისა და ინდივიდის სოკრატე-პლატონისეულ ტრადიციასთან. ამას გარდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ტერმინის წარმოშობა გეოგრაფიასაც უკავშირდება. ანტიკური დროის ბერძენი მეზღვაურები ჩინებული გამომგონებლები იყვნენ. იმისათვის, რომ მათ უცხო წყლებში რუკისა და ნავიგაციური მოწყობილებების გარეშე ეცურათ, მათ ძალაუნებურად უნდა ესწავლათ ინდივიდუალური ნავიგაციური გადაწყვეტილებების მიღება.

XX საუკუნეში, თავის დროზე ვუნდერკინდად აღიარებულმა ნორბერტ ვინერმა ააღორძინა ეს სიტყვა – “კიბერნეტიკა” და სათავე დაუდო ახალ მეცნიერებას.

ლექსიკონებში კიბერნეტიკა განიმარტება, როგორც “მეცნიერება, რომელიც სწავლობს ელექტრონული, მექანიკური სისტემებისა და ბიოლოგიური ორგანიზმების მიერ ინფორმაციის მიღებას, შენახვასა და გადაცემას, აგრეთვე ამ ინფორმაციული ნაკადების მართვის პროცესს.”

სხვა ინტერპრეტაციით კიბერნეტიკა განისაზღვრება როგორც “მეცნიერება ადამიანის მიერ მართვადი მექანიზმებისა და მათი მექანიკური და ელექტრონული სისტემებით შეცვლის შესახებ.”

ამ ტერმინის ტრანსფორმაციის შედეგად, “პილოტირების” მნიშვნელობა ვიწროვდება და მხოლოდ მართვის მექანიზმს აღნიშნავს. ასე მივყავართ “კიბერნეტიკულ პიროვნებას”, “კიბერნავტს”, “კიბერპანკს” სიტყვა “პილოტის” ორიგინალურ მნიშვნელობასთან.

Advertisements

Comments are closed.