კრიშნაიზმი – ყველაფერი ახალი ძველიდან იბადება!

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

242b35e

არაოფიციალურ გაერთიანებებს მიეკუთვნებიან არატრადიციულ რელიგიათა მიმდევრები, მათ შორის ისეთები, როგორიც არიან კრიშნაიდები, ხოლო მიმდინარეობას ეწოდება კრიშნაიზმი, სხვაგვარად – ბჰაგავატიზმი და შედის ვაიშნავურ რელიგიათა ჯგუფში.

კრიშნას ცნობიერების579113404637491 საერთაშორისო საზოგადოება (International Society for Krishna Consciousness (ISKCON) აშშ-ში 1967 წელს ჩამოყალიბდა. ამ მიმდინარეობის დამაარსებელი გახდა წარმოშობით ინდოელი . . ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა, რომელიც ამერიკაში 80 დოლარის ამარა ჩავიდა და დღეს ამ ორგანიზაციის სულიერ ლიდერად ითვლება.

კრიშნაიზმი, როგორც ინდური წარმომავლობის რელიგიური მიმდინარეობა, ვედურ ლიტერატურას ეფუძნება. კრიშნაიზმის ცენტრალურ წიგნად კი აღიარებულია “ბჰაგავად-გიტა”, წიგნი, რომელიც გამოირჩევა თავისი ფილოსოფიური სიღრმით.

კრიშნაიზმი თავისი არსებობის მცირე პერიოდს ითვლის, თუმცა ამისდამიუხედავად, მას აქვს მოპოვებული თავისი ადგილი მსოფლიოს სხვა რელიგიათა შორის და გარკვეული პოპულარობითაც სარგებლობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. 1960-იან წლებში კრიშნაიზმის ცნობილ მიმდევრად ითვლებოდა ჯორჯ ჰარისონი. 

კრიშნას მოძღვრებისადმი მიდრეკილებას ახალგაზრდებში იწვევს ეზოთერიკული მოძღვრებებისადმი ინტერესი, ეგზოტიკური რიტუალების შესრულების სურვილი; მათ სიამოვნებას ანიჭებთ თავისებურად წარმოსათქმელი სანსკრიტული მანტრები და სუტრები, ტანსაცმლის ექსტრავაგანტული სტილი.

ბიჭები თავს იპარსავენ. ისინი ზოგჯერ შუბლზე ატარებენ სპეციალურ ნიშანს, რომელიც გარეგნულად ინგლისურ “U”-ს მოგვაგონებს.

კრიშნაიტებისთვის დამახასიათებელია ცხოვრების განსაზღვრული სტილი, თავისებური აკრძალვებით; არიან ვეგეტარიანელები, ხორცთან ერთად თავს იკავებენ ალკოჰოლის, კოფეინის შემცველი სასმელებისა და ნიკოტინის მიღებისაგან, ასევე აზარტული თამაშებისაგან; დაუშვებელია სექსუალური ცხოვრების დაწყება, თუ კრიშნას ცნობიერების მატარებელი შვილების გაჩენას არ გადაწყვეტენ.

Bhagwad-Gita

ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა აშშ-ს გარდა, საბჭოთა კავშირშიც ჩავიდა 1971 წელს და შეხვდა ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც სწავლობდნენ მის შრომებს. კრიშნაიზმის გაჩენა ევროპასა და ამერიკაში ჰიპური მოძრაობის აღმოცენებას ემთხვევა. ამ პერიოდში გაიჩინა მან პირველი მიმდევრები. ეს ის დროა, როდესაც დასავლეთი აქტიურად ეცნობა ინდურ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ სიბრძნეს.

Advertisements

Comments are closed.