ქრისტინა ოტერო და მისი “ტუტი ფრუტი”

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

2012, 15 აგვისტო, 19:20

ქრისტინა ოტერო 16 წლის ესპანელი ფოტოგრაფია. სხვადასხვა ხილის გამოყენებით მან გააკეთა ფოტოსერია სახელწოდებით “Tutti frutti”. მან წარმოადგინა ქალური სილამაზე, რომელიც ამა თუ იმ ხილს ბუნებრივად დაუკავშირა. საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ფოტოსერია გამოუვიდა და ამაში თქვენც დარწმუნდებით. დამთვალიერებელს მისი ფოტოები ნამდვილად უქმნის ღიმილიან განწყობას!

აღსანიშვანია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ფოტოები ქრისტინას ავტოპორტრეტებს წარმოადგენს; ის თავად იღებდა გადაღებებში მონაწილეობას და საერთოდაც, მისი ფოტოების უმრავლესობაში ის თავადაა გამოსახული.

ქრისტინა ოტერომ ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ძალიან უყვარს ადამიანის სახის გადაღება: “ეს ჰგავს ემოციებისა და იდეების ლექსიკონს, რაც კი რამ გჭირდება პიროვნების შესახებ, არის სწორედ აქ, წერია მის სახეზე, ამდენად ადვილია, გაშიფრო ის.”

57911345042220

57911345042245 57911345042282 57911345042324 57911345042541 57911345042562 57911345042598 57911345042649 57911345042669 57911345042708 57911345042761 57911345042817 5791134504284257911345042862 57911345042875 57911345042887

Advertisements

Comments are closed.