ლორი ნიქსის გამოფენა “The city”

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

2012, 23 აგვისტო

ლორი ნიქსი დაიბადა და ბავშვობა გაატარა დასავლეთ კანზასში. ამჟამად, ის ნიუ-იორკში მცხოვრები ფოტოგრაფია. მისი შემოქმედების გაცნობისას პირველი რა აზრიც მოუვა დამთვალიერებელს, არის ის, რომ ამ ადამიანს რეალობის საოცრად თვისებური ხედვა აქვს! მის ერთ-ერთ ფოტო-სერიას ჰქვია “The city”, რომელიც ადამიანის გარეშე დარჩენილ განადგურებულ გარემოს ასახავს.

ახლა კი წარმოგიდგენთ ლორი ნიქსის ნამუშევრებს აღნიშნული ფოტო-სერიიდან:

Aquarium. 2007

Bar. 2009 Beauty Shop. 2010 Botanic Garden. 2008 Church. 2009 Circulation Desk. 2012 Clock Tower. 2010 Control Room. 2010 Fountain. 2008 Great Hall. 2006 Laundromat at Night. 2008 Laundromat. 2008 Library. 2007 Majestic. 2006 Mall. 2010 Map Room. 2010 Museum of Art. 2005 Natural History. 2005 Vacuum Showroom. 2006 Violin Repair Shop. 2011

ფოტოგრაფი ამბობს: “…მე წარმოვადგინე მომავლის ქალაქი, სადაც ბუნებრივმა თუ საკაცობრიო ნამოქმედარმა დააცარიელა ის თავისი ბინადრებისგან – ადამიანებისგან. ხელოვნების მუზეუმები, ბროდვეის თეატრები, სამრეცხაოები და ბარები უკვე აღარ ფუნქციონირებენ. კედლები გაფუჭებულია, ჭერი – ჩამონგრეული, ნაგებობა ძლივს დგას ფეხზე, დედა-ბუნება კი ნელ-ნელა ბოლოს უღებს მას და მის ადგილს იკავებს. ეს სივრცეები საკმაოდ სავსეა ფლორით, ფაუნითა და ნაგვით, რაც აღგვიდგენს თვალწინ იმას, თუ რა იყო მანამდე, სანამ ადამიანი შემოიჭრებოდა… მე ვშიშობ იმაზე, რას მოგვიტანს მომავალი, თუ ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გზას კლიმატურ პირობებთან მიმართებით. მაგრამ ამავე დროს, მე ვარ ჩაფიქრებული, რადგან გაურკვეველია ის, თუ რა შეიძლება მოუტანოს სამყაროს ამ ცვლილებებმა.”

Advertisements

Comments are closed.