“აფრიკის თვალი”

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

ასეთ ადგილს იშვიათად თუ შეხვდებით დედამიწის ზურგზე. თუმცა მიუხედავად მისი უნიკალურობისა, ვერც იმას ვიტყვით, რომ ის განებივრებულია მნახველებით. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ადგილი აფრიკაში, საჰარის უდაბნოში მდებარეობს.

3812

-Eye-of-the-Sahara-in-Mauritania_Breathtaking-scenery_1582

უფრო კონკრეტულად ის განთავსებულია საჰარის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ კი ცენტრალურ მავრიტანიაში.

დამერწმუნეთ, ეს არის ერთ-ერთი საოცარი და ძალზე იშვიათი ხედი, რომელიც კი შეიძლება დაააფიქსიროთ დედამიწის ზურგზე… მათ, ვისაც უყვართ ბუნება და იზიდავთ ეგზოტიკური სანახაობანი, ეს ადგილი მათზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ჩნდება კითხვა: როგორ მოხდა ხმელეთის ამგვარი გეოლოგიური ფორმირება? მოკლედ გეტყვით, რომდღემდე მიმდინარეობს კამათი მეცნიერთა შორის ამის შესახებ.

richat-structure-eye

page 2

ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ საბოლოო სახე ამ ადგილმა მიიღო გეოლოგიური ფენების სიმეტრიული ურთიერთგანლაგების საუძველზე; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეროზიის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ათასობით წლის განმავლობაში, საბოლოოდ მოგვცა ამგვარი გეოლოგიური სურათი.

Структура-Ришат04

ზოგი მეცნიერი აცხადებს, რომ მეტეორის ჩამოვარდის შედეგად შეიძლება გაჩენილიყო ეს ადგილი.

არის კიდევ ისეთი ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ძლიერმა ჰაერნაკადმა წარმოშვა ის… თუმცა ვერსიებს რა გამოლევს?!

არის ვარაუდი, რომელიც ბევრს აქვს და რომლის თანახმადაც, “აფრიკის თვალი” ძალიან ჰგავს თეფშის ფორმის კოსმოსურ ხომალდს. ვინ იცის?!

რაც შეეხება აფრიკის თვალის პარამეტრებს, ის 50 კმ დიამეტრის სიგრძისაა და არის წრიული ფორმის (თანაც სიმეტრიულად წრიული ფორმის). დიახ, ის ძალიან დიდია… ამიტომაა, რომ მისი დანახვა შესაძლებელია კოსმოსიდანაც.

პირველად ეს ადგილი დაფიქსირდა სწორედაც რომ კოსმოსიდან, ოთხი ასტრონავტის მიერ, 1965 წლის ივნისში.

რატომ ჰქვია აფრიკის თვალი? ვიზუალური მსგავსების გამო, რადგან თუ დავხედავთ ამ ადგილის ფოტოებს შორიდან, მას თვალის ფორმა აქვს.

Advertisements

Comments are closed.