კომპიუტერული თამაშების აქტიური მომხმარებლებისთვის!

  სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

image26

კომპიუტერული თამაშები რომ აზარტის სფეროს განეკუთვნება, ამაზე უკვე არავინ დავობს. უფრო მეტიც, ისინი, რომლებიც ამგვარი ვირტუალური გართობის მოყვარულნი არიან, სერიოზულად ხდებიან კომპიუტერზე დამოკიდებულნი.

…და მაინც კომპიუტერულ 57911343320999თამაშებს მაინც ჰყავს თავისი აქტიური მომხმარებელი. ეს შეიძლება ასაკობრივი მოთხოვნილებაცაა, რადგან აზარტი – ეს ისეთი რამეა, რაც ნებისმიერ ადამიანს მეტ-მაკლებად ახასიათებს. ნებისმიერი, მართლაც რომ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი შინაგანად ატარებს და ვლინდება მაშინ, როცა აქტიურად ერთვებიან კომპიუტერულ თამაშებში. მაგრამ ესეც დროებითი მოვლენაა და ადრე თუ გვიან ადამიანი ყოველივე ამას თავს ანებენს ან თავისი სურვილით, ან სხვისი დახმარებით.

მაგრამ მაინც, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანთა ასაკობრივ კატეგორიებზე, ეს პრობლემა ყველაზე აქტუალური მაინც მოზარდებშია. პატარა ბავშვები, რომლებიც იბადებიან ჩვენს ტექნოკრატიულ ეპოქაში, გაზრდილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ინფორმაციული რეზერვების სამყაროში, ადვილად ხდებიან კომპიუტერზე დამოკიდებულნი. ბავშვი იზრდება, იდგამს ფეხს, იდგამს ენას და სწავლობს კომპიუტერის მოხმარებას, შესაძლოა პარალელურ რეჟიმშიც კი.

რა სჭირდება ამ შემთხვევაში ბავშვს?

ბავშვს სჭირდება გართობა (აზარტი ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება!), რადგან ის სწორედ, ამ გართობაში იმეცნებს სამყაროს და ასე და ამგვარად ვითარდება. თუმცა ხელში გვრჩება კომპიუტერთან მოთამაშე, ან კომპიუტერში მოთამაშე მოზარდი, რომელიც ლამისაა შეძვრეს თამაშში და ვირტუალურ სამყაროში დაიდოს ბინა.

57911343320869

ყოველივე ამას რომ თავი დავანებოთ, ბავშვს და არა მარტო მას, ავიწყდება ვიტალური მოთხოვნილებები, ირღვევა ყოველგვარი ჰიგიენური ნორმა, არაფერს ვამბობ, სულიერ მთხოვნილებებზე – ესოდენ მნიშვნელობან სულიერ განვითარებას და შინაგანი სამყაროს გაზრდას რომ უწყობს ხელს!

შედეგად რას ვიღებთ?

07-asleep-Aaron-Jacobs-flმოზარდს, რომელსაც დღის განმავლობაში ავიწყდება სითხის მიღება, ერღვევა საჭმლის მიღების რეჟიმი, ვერ ახერხებს ძილს, ვერც თავის დროზე და ვერც კომპიუტერულ თამაშებში დახარჯული ენერგიის აღდგენას (ასევე ეწყებათ ნერვული დაძაბულობა).

თუ მოახერხებს დაძინებას, ძალიან მძიმედ სძინავთ, სიმშვიდე ეკარგებათ, ხდებიან აგრესიულნი; ხოლო როცა აგრესიასაც ვერ ახშობენ 57911343322962კომპიუტერთან “მუშაობით”, ეწყებათ სტრესი, რომელიც დეპრესიაში გადადის და ქრონიკულ სახეს იღებს. საბოლოოდ კი სპეციალისტის დახმარება გარდაუვალი ხდება. ფსიქოლოგის ჩარევა და მედიკამენტების მიღება მაშინ შეიძლება აიცილოს ადამიანმა თავიდან, თუ თვითონვე შეჩერდება, ერთხელაც… თან ეს “შეჩერება” მას საკუთარ თავს შორიდან დაანახებს და მიხვდება, რომ დღეში 2 სთ-ზე მეტი დრო, რომელსაც კომპიუტერთან თამაშისას ხარჯავს, ძალზედ ბევრია, რომ ეს დრო, ფუჭად იკარდება და რომ მისი გამოყენება სხვა, უფრო პროდუქტიული საქმიანობითაც შეიძლება! თუმდაც, მშვიდი და უშფოთველი ძილი ჰქონდეს ადამიანს.

ადამიანს ხომ სჭირდება ფიზიკური დატვირთვა, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას კუნთების ატროფია დაემართება, გამოიწვევს მხედველობის გაუარესებას, ნეგატიური კომპიუტერული თამაშები ხომ, საერთოდ, ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს.

57911343322908

ასეთია ჩემი თვალით დანახული, თუნდაც საკუთარი დაკვირვებით დანახული კომპიუტერთან მჯდომი, თუნდაც ნახევრად მწოლიარე აზარტული მოთამაშე. …და მე, როგორც “დამკვირვებელს” კომპიუტერში მოთამაშე პატარა ბავშვისგან მსმენია ასეთი ფრაზა: “ნახეთ, რა მაგრად მოვკვდიი?”… და მიმანიშნებს თავის ავატარზე, რომელიც ეს-ესაა გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

unnamed

Advertisements

Comments are closed.