როგორ სახლში გვინდა რომ ვიცხოვროთ?!

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

Ready-to-buy-a-home

თითქოს ძალიან უბრალო ცნებაა “სახლი”. თუმცა ყველა ადამიანი ამ სიტყვაში განსხვავებულ ვიზუალურ ხატს აღიქვამს, ვგულისხმობ სახლის წარმოსახვით მოდელს, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს განსხვავებულად წარმოაუდგება, თავისი ზომით, ფორმითა თუ მდიდრული იერით. როგორც წესი, “სახლში” იგულისხმება შენობა-ნაგებობა, რომელიც კეთილმოწყობილია და გათვლილია ადამიანთა გარკვეულ რაოდენობაზე. მაგრამ არის კი ეს სტანდარტი? ვნახოთ, თუ რა შეიძლება მიიჩნეოდეს ცალკეული ადამიანისთვის სახლად; სახლი საკმაოდ ნეიტრალური ტერმინია და შეიძლება მთელი სახესხვაობა გამოიყოს დაწყებული ქოხით და დამთავრებული სასახლით. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ერთი ცნების – “სახლის” – ქვეშ ერთიანდება.

57911363520543

‘The Tower Of Babel’ by Pieter Brueghel the Elder, 1563. The Gallery Collection/Corbis

სახლის ცნებამ პირველი ნაგებობა, რომელიც შეიძლება გაგვახსენოს, არის ბაბილონის გოდოლი. მართალია მისი მშენებლობა წარუმატებლად დასრულდა და თან მისი არსებობის დროდ მითოსური ხანა მიიჩნება, კაცობრიობის მეხსიერებას მასზე ცნობები მაინც შემორჩა. ყოველ შემთხვევაში, იმის თქმა მაინც შეგვიძლია, რომ ეს იყო “სახლი-სახელმწიფო”; აქ ხალხი ორგანიზებულ ერთიანობას ქმნიდა და ერთ საქმეს, თავიან მიზანს ემსახურებოდნენ – სურდათ აეგოთ გრანდიოზული საცხოვრებელი ნაგებობა, რომელიც ცას მისწვდებოდა. ასე თუ ისე, მათ იმხელა შენობის აგება შეძლეს, რამდენიც მათსავე შესაძლებლობებს შეესაბამებოდა.

57911363520789

დღეს, ასეთ ტრანსპორტს იშვიათად თუ შეხვდებით. ის მუზეუმების საკუთრება ხდება, თუმცა ტრადიციულად, “რომა” ხალხის საცხოვრებელი სახლი სწორედ ეს იყო.

67911363521491

ჰიპების სახლი, ყვავილებით მოხატული ავტობუსი, რომალეთა მსგავსად, ასევე გადასაადგილებელ მარშრუტზეა გათვლილი.

76798432123456

67945632345678

ინდიელ მომთაბარე ტომებში გავრცელებული იყო დროებითი საცხოვრებელი სახლი, რომლის დაშლა და კვლავ აგებაც შეიძლებოდა სხვა ადგილზე გადაადგილების შემთხვევაში.

67911363522289

სასახლის მთავარი სპეციფიკა მის ფუნქციურ მხარეში მდგომარეობს. ის თავდაცვითი ნაგებობაა და მისი მცხოვრებნი, ძირითადად, სწორედ ამ მოტივით, არჩევდნენ ამგვარ სახლში ცხოვრებას, ითვალისწინებდნენ რა პრინციპს, რომ “ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიმაგრეა!”

67911363523319

ესკიმოსთა საცხოვრებელი სახლი განსაკუთრებული მასალისგან, კერძოდ, კი ყინულის ბლოკებისგან იგება.

77911363520549

ჩვენი სახლი, შეიძლება ასეც ითქვას, ის ერთდროულად ყველას სახლია, კოსმოპოლიტისაც, იმათთვისაც, ვისაც ამ პლანეტაზე ცხოვრება არ მოსწონს. რაც არ უნდა ჯოჯოხეთად, ან სამოთხედ გვესახებოდეს ეს ადგილი, ის ჩვენთვის მაინც ამჟამინდელი საცხოვრისია. ჩვენი “სახლი” დედამიწაა!

97911363521071

Advertisements

Comments are closed.