ფსიქიკის სტრუქტურა ვედების თვალთახედვით

სტატიის ავტორი დიმიტრი ვოლხოვი

მთარგმნელი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

Consciousness

ავტორი კამერონ გრეი

ვედების თანახმად, ჩვენი ფსიქიკა, რომელიც გარეგნულად გამოხატულია, როგორც ჩვენთვის მონიჭებული ხასიათი, ჩვეულებანი, მიდრეკილებანი, დამახსოვრების შესაძლებლობანი, აზროვნება, შეგრძნებების განცდა და ასევე სხვა სახის ფსიქიკური ფენომენები, წარმოადგენს და ქმნის თავისთავად რთულ სტრუქტურას: ის არის შემცველი იმ ფაქიზი მატერიალური ენერგიის, რომელიც ფარავს და იცავს ჩვენს სულს.

განვიხილოთ იგი დაწვრილებით:

ატმა

იმისავის, რომ გვქონდეს უფრო ფუნდამენტური გაგების შესაძლებლობა, დავიწყოთ საუბარი აბსოლუტზე. მაშ ასე, ვედური ცოდნის თანახმად, არსებობს უსასრულო და უსაზღვრო აბსოლუტი; აბსოლუტის უპიროვნო ასპექტს ვედებში ჰქვია ბრაჰმანი, ხოლო პიროვნულ ასპექტს – ბჰაგავანი. ყოველივე არსებული საგანი, რომელსაც კი ვხედავთ ჩვენ ირგვლივ, ყოველი მოვლენა თუ გამოვლინება, რეალობის ყველა დონე ფაქტიურად, წარმოადგენს აბსოლუტის ემანაციას (ვლენას). აბსოლუტის უსაზღვრო და გაუზომავი ენერგია შეგვიძლია გავყოთ ორ მთავარ კატეგორიად:

გარეგნული (მატერიალური) ენერგია;

შინაგანი (სულიერი) ენერგია.

ამ გაგებით, ჩვენ შეგვიძია ვილაპარაკოთ ორ პრინციპულად ერთმანეთისაგან განსხვავებულ ბუნებაზე (არსებობაზე/ყოფიერებაზე): მატერიალურ და სულიერ ბუნებაზე. სამყარო, რომელიც ჩვენ ვცხოვრობთ, მატერიალური ბუნებისაა. მატერიალური ბუნება თავისთავად ინერტულია, პასიური და მკვდარი. ცხოვრების ფენომენი მატერიალურ სამყაროში შესაძლებელია მხოლოდ სულიერი ბუნების ჩარევისა და მისი მონაწილეობის წყალობით. ყველა ცოცხალი არსება, რომელიც კი არსებობს მატერიალურ სამყაოში, წარმოადგენენ სულიერი ენერგიის ძალიან მცირე ნაწილაკებს, დაფარულს („შეფუთულს“) მატერიით.

ვედური აფორიზმი ამბობს: „აჰამ ბრაჰმასმი“ – ეს აღნიშნავს, „მე ვარ სული“, რაც გვიდასტურებს ჩვენს მიკუთვნებადობას ბრაჰმანთან _ ჩვენს სულიერ ბუნებასთან.

ამდენად, სინამდვილეში, ცოცხალი არსება – ეს სულია, რომელიც სანსკრიტის ენაზე აღნიშნავს „ატმა“-ს. ატმა არის ნაწილობრივ ამოქმედებული სულიერი ენერგია. სულის ბუნება აღწერილია, როგორც „სატ“, „ჩიტ“, „ანანდა“, რაც აღნიშნავს ყოფიერებას, ცნობიერებას, ღვთაებრიობას/სიწმინდეს.

„სატ“ ასპექტი (ყოფიერება) – მიანიშნებს იმაზე, რომ ატმა და საერთოდ, სულიერი ბუნება, ყოველთვის არსებობს. უფრო მეტიც, სულისთვის არ არსებობს ისეთი დროითი არსებობის პარამეტრები, როგორიცაა წარსული და მომავალი. ყოველივე ყოფიერებაში არსებული მისთვის მარადიულად აწმყოში მიმდინარე პროცესია, თუმცა ჩვენთვის ძნელი გასაგებია ამჟამად განპირობებული არსებობის პირობებში.

„ჩიტ“ ასპექტი (ცნობიერება) – აღნიშნავს იმას, რომ  ატმა თავდაპირველ მდგომარეობაში ფლობს მთლიან ცნობიერებას.

„ანანდა“ ასპექტი (ღვთაებრიობა) – ნიშნავს იმას, რომ ატმა ყოველთვის იმყოფება სიხარულის განცდაში.

ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა არყოფნა, სიზმარი, დავიწყება, სიკვდილი, უცოდინარობა, ტანჯვა ანდა მოუსვენრობა-წუხილი – არაბუნებრივია სულისათვის. ატმა თავადაა პიროვნულობა _ ცოცხალი არსება თავის პირვანდელ მდგომარეობაში. სული მარადიულია და პირველქმნილი, ამავე დროს წარუვალი, მოუსპობადია და განუყოფადია, ის არც წარმოაიქმნება და არც გაქრება, მას არც დასაბამი აქვს ადა რც დასასრული, ისაა ზღვარი დროულობისა და ვრცეულობის (დროისა და სივრცის).

მაიას გამოვლინებაში – მატერიალურ ენერგიაში – მოხვედრისას  სული იფარება ნატიფი მატერიალური გარსით, რომლის მეშვეობითაც ის მოიპოვებს ამ მატერიალურ სამყაროში მოქმედების შესაძლებლობას. აღნიშნულ ნატიფ მატერიალურ გარსს ჰქვია ნატიფი სხეული, სანსკრიტზე „ლინგა შარირა“. ნატიფი სხეულია, ეს არის ჩვენი ფსიქიკა, როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ. ნატიფი სხეული მიეკუთვნება მატერიალურ ბუნებას. ეს შეგვიძლია შევადაროთ ადამიანის ჩრდილს, ჩრდილის არ ასახავს ადამიანის პიროვნებას, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ის წარმოიქმნება ადამიანის არსებობის წინაპირობით, ის გვეჩვენება როგორც ცოცხალი. ნატიფი სხეული, ანდა ფსიქიკა, შედგება სამი მთავარი ნაწილისაგან. ესენია: აჰანკარა (ცრუ ეგო), ბუდჰი (გონება) და ჩიტა (გონი).

აჰანკარა

აჰანკარა, ანუ ცრუ ეგო არის ყველაზე მატერიალური გარსი, რომლითაც არის დაფარული სული. ცრუ ეგოს დედაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიწყებთ საკუთარი თავის წარმოდგენასა და მიღებას ისე, როგორც ამ სამყაროში მოქმედი სუბიექტი (ყოველი მატერიალური ქმედება ამ სამყაროში წარმართულია მატერიალური ბუნების სამი გუნის/მოდუსის მეშვეობით; სულს მატერიალურ ბუნებასთან უშუალოდ შეხების წერტილები არ გააჩნია, ის მხოლოდ აკვირდება და განიცდის სურვილებს). თვითონ სიტყვა აჰანკარა სიტყვა-სიტყვით ითარგმნება სანსკრიტიდან, როგორც „მე ვქმნი“. ამ გაგებით, აჰანკარა ქმნის ამ მატერიალურ სამყაროში ჩვენი დანიშნულების შესახებ ილუზიას და ვთვლით საკუთარ თავს ამ ეგოს ნაწილად. აჰანკარას მეშვეობით, ჩვენ ვიწყებთ საკუთარი თავის ცრუ გაიგივებას სხვადასხვა მატერიალურ წარმოდგენებთან. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ: მე ვარ ეს სხეული, მე ვარ ქალი/მამაკაცი, მე ვარ ახალგაზრდა/მოხუცი, მე ვარ მდიდარი/ღარიბი, მე ვარ რუსი/უკრაინელი/უზბეკი/ყაზახი, მე ვარ ბუღალტერი/მეხანზრე/ბანკირი და ა.შ. მერე და მერე ცრუ ეგოს „დაფარვის არეალი“ ვრცელდება სხვადასხვა საგანზეც. ასე მაგალითად, ჩვენ ვამბობთ: ეს ჩემი სახლია/აბტომობილი/გარდერობი/შარვალი და ა.შ. შეგვიძლია დავაკვიდეთ ასეთ ფენომენს: თუკი თქვენ დავეჯახებით ვინმეს მანქანას, გადმოვა მძღოლი და გკითხვათ თქვენ: „თქვენ მე რატომ დამარტყით?“, ანდა თქვენ შეიძლება შეეხოთ ვინმეს ტანსაცმელზე და თქვენ გეტყვიან: „რატომ მეხები შენ?“. საკუთარი თავის ასეთი ცრუ გაიგივება სხვადასხვა მატერიალურ საგნებთან და მატერიალურ გაგებასთან იმის გამო ხდება, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ცრუ ეგოს სხვადასვხა გამოვლინებასთან.

აჰანკარას მოქმედება შეგვიძლია გავავრცელოთ ჩვენს ოთახზე, კორპუსზე, ქალაქზე, ქვეყანაზე, პლანეტაზე და თვით მთელს სამყაროზეც კი. რატომ ხდება ასე? ვედების თანახმად, სული, იმისდამიუხედავად რომ თავად ის ატარებს სულიერ ბუნებას, შესაძლოა ჩავარდეს მაიას გამოვლინებაში – მატერიალურ ილუზიაში. სული იფარება აჰანკარას გარსით, როცა კი მას უჩნდება მატერაილურ ბუნებაში ბატონობის (ძალაუფლების გავრცელების) სურვილი. ამ სურვილს სანსკრიტის ენაზე ჰქვია „კამა“. ორიოდე სიტყვით ვიტყვით იმასაც, სხვადასხვა დონეზე თუ როგორ სხვადასხვანაირად ვლინდება კამა: დაწყებული სიამოვნების მიღების უბრალო სურვილით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან და დამთავრებული დამოკიდებულებით სახლზე, სხვადასსხვა ყოფით ნივთზე, ნაციაზე, სიმდიდრის მოთხოვნილებაზე, დიდების, პატივის წყურვილზე, ასევე სურვილზე ვფლობდეთ მისტიკურ სრულყოფილებას და ვიყოთ ამაში დახელოვნებულნი, ნდომა იმისა, რომ მივაღწიოთ სამოთხისეულ პლანეტას და სურვილს, რომ ვიყოთ ღმერთი – ყველა ამ სურვილს ბადებს კამა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმის სურვილი, რომ ვბატონობდეთ მატერიალურ ბუნებაზე, ხოლო თავად კამა წარმოიქმნება აჰანკარას – ცრუ ეგოს – მონაწილეობით.

კიდევ ერთი ფენომენი მდგომარეობს იმაში, რომ აჰანკარა ყოველთვის მიისწრაფვის მოაშთოს და გაანადგუროს ნებისმიერი სხვა აჰანკარა, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად ეხება. ასეთ ანტაგონიზმს ორი ცოცხალი არსების ცრუ ეგოებს შორის იმთავითვე ვაწყდებით. საქმე ისაა, რომ კამა ეს არაა მხოლოდ ბატონობისა და ძალაულების სურვილი, არამედ ესაა სურვილი ერთადერთ მბრძანებლად ყოფნისაც. აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ „ზღაპარი მეთევზისა და თევზის შესახებ“, რომელშიც მოხუცი, ბოლოსდაბოლოს, ინანებს ზღვის მბრძანებლად ყოფნას.  ერთი სიტყვით, აქ ჩანს პარალელები ვედურ ტექსტებთან: ჩვეულებრივ, მატერიალურ ყოფიერებას ხშირად ადარებენ ხოლმე ზღვას, ან ოკეანეს და ყოველი ჩვენთაგანი ჩავარდნილნი სიცოცხლის ილუზორულ არსებობაში, დაკავებულნი ვართ იმის კეთებით, რომ გავხდეთ „ზღვის მბრძანებლები“. ცრუ ეგოს სწორედ ეს მიდრეკილება ვლინდება ისეთ ფორმებში, როგორიცაა შური, წყენა, მრისხანება, ეჭვიანობა და სხვ.

ბუდდჰი

სხვა ნატიფი გარსი, რომლითაც იფარება სული – ეს ბუდდჰია. სიტყვა ბუდდჰი ჩვეულებრივ გადმოითარგმნება ქართულ ენაზე, როგორც  „გონი/სული“, თუმცა სიტყვასიტყვითი ტრანსლიტერაციით სანსკრიტიდან იქნება: გამოღვიძებული, გასხვივოსნებული/გაბრწყიბენული და საკუთარი თავის შემცნობი. ბუდდჰის ფუნქციაში შედის: მსჯელობის შესაძლებლობა/განსჯა, თვითშემეცნება, ცუდისა და კარგის, მავნესა და სასარგებლოს დიფერენცირება. მაგალითად, ბავშვს არ მოუნდება დალიოს მწარე წამალი, მაგრამ მანამ სვამს, სანამ მას ეს არ აქვს შეცნობილი, რადგან მისი გონება ჯერ კიდევ სუსტია. ზრდასრულ ადამიანს ძლიერი ბუდდჰით, შეუძლია გააკეთოს ის, რაც სასიკეთოა მისთვის, თუნდაც ის იყოს არასასიამოვნო განსახორციელებელი. ამაში ვლინდება მისი გონიერებაც. მერყეობა და ეჭვი – არის ბუდდჰის ფუნქცია. მაგალითად, ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, ან კომუნიზმის, ანდა ჩვენ ქრისტიანები ვართ, ან მუსულმანები, კარლოს კასტანედას მიმდევრები, ანუ ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღეთ რაიმე იდეა, იდეოლოგია, ეს ნიშნავს იმას, რომ ის „შემოვიდა თვენს გონებაში“. ამ და სხვა შემთხვევაში, თუნდაც იმის გარკვევაში, თუ რა არის ბედნიერება და როგორ უნდა მივაღწიოთ მას – ესაა ბუდდჰის ფუნქცია. არსობრივად, იმის გარკვევა, თუ რა არის ბედნიერება და როგორ მივაღწიოთ მას, უკვე არის იდეოლოგია. აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გონების თვისობრივი განსხვავებულობის გამო სხვადასხვა ადამიანებში, ისინი იღებენ და აღიარებენ იმ იდეოლოგიას, რა მირეკილებასაც იჩენს მისივე გონება.

ბუდდჰი ესაა ფსიქიკის მოქმედი კომპონენტი, რომლის უშუალო მონაწილეობითაც ხორციელდება თვითშემეცნების პროცესი. თუკი აჰანკარა – ესაა მატერიალური ქმედების სათავე, მისივე სურვილი რაიმეს ქმნადობისა, მაშინ ბუდდჰი განსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ გაკეთდეს. გარდა ამისა, გონებაში მოიძებნება ქმედითობის მოტივაცია, ანუ ჩვენი სურვილი ამა თუ იმ საქმის კეთებისა და ის გაგება, თუ როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას.

მაგალითად, რომელიღაც ადამიანი დგება ყოველ დილით, რათა შეუდგეს თავის სამუშაობს. რა აიძულებს მას გააკეთოს ეს? ამ ადამიანს უბიძგებს ადგომისკენ გონი და მოტივები შეიძლება იყოს სრულებით განსხვავებული. მაგალითად, ის დგება, რათა გამოიმუშაოს ფული თავისი ოჯახისთვის, რადგან თვლის, რომ ბედნიერება მისი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში მდგომარეობს; ანდა ის მუშაობს იმისათვის, რათა გახდეს სახელმოხვეჭილი, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ პატივსა და დიდებაშია ჭეშმარიტი ბედნიერება; ანდა ის მეცნიერებია და ესწრაფვის გააკეთოს რაიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენა. იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, მოტივაცია, ბედნიერების ჩვენეული გაგება – წარმოადგენს ბუდდჰის.

ჩიტტა

დაბოლოს ფსიქიკის მესამე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი – ჩიტტა, ანუ გონება. გონების სტრუქტურაში გამოყოფილია ორი ნაწილი: პირველი ესაა სიღრმისეული მე (თვითონ ჩიტტა), თანამედროვე ფსიქოლოგიის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მას უწოდებენ ქვეცნობიერებასაც და მეორე ესაა გარეგნული გონება, ანუ აღმქმელი გონება, ან მონიტორი, რასაც სანსკრიტის ენაზე ჰქვია მანასი.

გონება, განსხვავებით გონისაგან, უშუალოდაა დაკავშირებული გრძნობებთან. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს, როგორც რვაფეხას ხუთი საცეცი, სადაც საცეცი ესაა გრძნობის ორგანო, თავად რვაფეხა – გონი, კომპიუტერი, რომელიც გამოიმუშავებს გრძნობის ორგანოებიდან მოწოდებულ ინფორმაციას. ხანდახან გონს ასევე უწოდებენ მეექვსე გრძნობას, სხვაგვარად „ინტუიციურ გონებას“ [რ. გორდეზიანი, მ. ჭელიძე, 2001]. გონის მთავარი ფუნქციაა მიიღოს სასიამოვნო და მოიშოროს არასასიამოვნო შეგრძნებები. სიტყვები „მინდა“ და „არ მინდა“ მიეკუთვნებიან გონებას, ხოლო სიტყვა „უნდა“ – გონს. გონება წარმოგვიდგება, როგორც მეხსიერების რეზერვუარი, ყველა წარსული შთაბეჭდილება და სურვილი ინახება მასში. ჩვენი ხასიათი, ესაა გონების თვისება. ჩვენი სიარულის მანერა, საუბრის სტილი, მოტორიკა, მიმიკა, ჟესტები, ტემპერამენტი და ა.შ. – ყოველივე ეს არის გონის ფუნქცია, დაბოლოს ფსიქიკის ყველა ავტომატური ფუნქცია – განპირობებული თუ განუპირობებელი რეფლექსები, ინსტინქტები, ჩვევები, დამოკიდებულებანი, სურვილები, რეაქციები გარეგან გამღიზიანებლებზე, ავტომატური უნარ-ჩვევები (ისეთი, როგორიცაა: სიარულის, ლაპარაკის შესაძლებლობა, ავტომობილის მართვა და ა.შ.) – ეს ყველა არის გონების ფუნქცია. მოდით ვნახოთ, უფრო ახლოს ათვისების უნარს მოკლებული სიღრმისეული გონება, რომელსაც ჰქვია ჩიტტა. ჩიტტა ეს ის არსი და საცავია, რომელშიც ინახება ჩვენი ყოველი გამოცდილება, შთაბეჭდილებები და სურვილები, რაც კი რამ მიგვიღია წინა ცხოვრებებიდან. შასტრები აღწერენ, რომ ცაკლეული შთაბეჭდილება ინახება ჩიტტაში „არავისი“ ანაბეჭდი, რომლის სანსკრიტული სახელწოდებაა „სამსკარა“, თარგმანით, „კარმული ანაბეჭდი“.

ჩიტტა შედარებულია ტბას, სამსკარები კი წვრილ ქვიშის მარცვლებს, რომლებიც ქმნიან მის ფსკერს. გარეგანი ძალების მოქმედების წყალობით, რომელთა შესახებაც აქ არ ვისაუბრებთ, სამსკარიდან რომელიმე განსხვავებული დროითი მომენტები სიღრმისეული გონებიდან ამოტივტივდება ხოლმე ზევით, აღმქმელ გონებში სხვადასხვა ფიქრებისა და სურვილების სახით. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი ამ პროცესის საილუსტრაციოდ: დავუშვათ, რომ რომელიღაც ადამიანმა გადაწყვიტა დღე დაიძინოს, რასაც იგი აქამდე არ აკეთებდა. ამ ქმედების რეზულტატი ის იქნება, რომ შემდეგ დღეს, ისევ იმავე დროს, გუშინდელი დღის მსგავსად, ეს ადამიანი იგრძნობს, როგორ მოეძალება ძილი – ეს თავისთავად გვიჩვენებს იმას, თუ როგორ მოქმედებს სამსკარა (კარული ანაბეჭდი), რომელიც ჩიტტაში იქნა შენახული გუშინდელი სურვილით გამოწვეული რეზულტატის მეშვეობით. ანალოგიური ხედვით, თუკი ადამიანი ერთხელ მაინც გადაწყვეტს ქურდობას, მაშინ ის მომავალში კიდევ შეეცდება რაიმეს მოპარვას, ანდა თუ ის მოკლავს ვინმეს, დალევს, მოწევს, უხეშად მოექცევა ვინმეს და ა.შ. – წარსული სურვილები და მიდრეკილებანი აუცილებლად დაბრუნდება მასთან კვლავდაკვლავ, აიძულებს რა მას ისევ ისურვოს იგივე და გააკეთოს წარსული სცენარის შესაბამისად. გონების ამგვარი მიდრეკილება კვლავდაკვლავ გამოსცადოს წარსული სურვილები, კვლავდაკვლავ იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებდა წარსულში, კვლავდაკვლავ რეაგირება მოახდინოს ისე, როგორც რეაგირებდა წარსულში, სანსკრიტზე ამას ჰქვია „კარმა“. იმისათვის, რომ ადამიანმა დასძლიოს გონების ასეთი მიდრეკილება და დამოკიდებულება იმოქმებოს ჩვეული სცენარის ფარგლებში – ძალიან ძნელია, თუმცა შესაძლებელი თუ მივმართავთ ბუდდჰის – გონს. თუ ამ აუცილებლობით შევცვლით ჩვენს გონებას, შესაძლებელი იქნება გამოვიდეთ გონების ჩარჩოებიდან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, კარმული ჩარჩოებიდან.

იმისათვის, რათა უკეთესად გავიგოთ გონების ბუნება, შეიძლება დავაკვირდეთ ცხოველებს, ისეთებს, როგორიცაა კატა ანდა ძაღლი. ბუდდჰი ანუ გონი ცხოველებთან ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, ამიტომ მასზე დაკვირვებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ მოქმედებს გონება წმინდა სახით. ცხოველები ცხოვრობენ ინსტინქტებით, ყველა მათი რეაქცია, სურვილი და ქმედება წინასწარ განსაზღვრული და დაწესებულია. მსგავსი რამ შეგვიძლია ვთქვათ იმ ადამიანზე, რომელიც სიზმრას ხედავს. სიზმრის ნახვის დროს ჩვენი ბუდჰჰი გამორთულია, ჩვენ არ ძალგვიძს მომხდარის გაცნობიერება, მანასი მოქმედია – ეფუძნება წარსულ შთაბეჭდილებებსა და სურვილებს, ის ქმნის სიზმართხილვის სიუჟეტს და თავადვე მონაწილეობას მასში მონაწილეობს, როგორც მთავარი მოქმედი სახე. შასტრებში ნათქვამია, რომ ცხოველური ცნობიერება ისეთივეა, როგორც ადამიანის, რომელსაც სძინავს.

არც ანატომიური სხეული, არც ნატიფი სხეული, რომელიც არის აჰანკარის, ბუდდჰისა და ჩიტტას შემცველი არ არიან არანაირ კავშირში ჩვენს ნამდვილ „მე“-სთან. ისინი მხოლოდ ინსტრუმენტებია იმისათვის, რათა ვიმოქმედოთ მატერიალურ სამყაროში.


ტერმინთა საძიებელი:

ატმა (სანსკ. სული)

აჰანკარა (სანსკ. „ვქმნი“)

ბუდდჰი (სანსკ. გონება)

ჩიტტა (სანსკ. გონი)

Advertisements

Comments are closed.