ქირომანტია ძველად და ახლა

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

ff858e95fb7badf0baf51c23a96cc248

ქირომანტია პირველად მოიხსენიება ჯერ კიდევ ძვ. წ.-ით 1550 წელს ძველინდურ ტექსტებში, რომელიც ცნობილია ვედების სახელწოდებით. მას იყენებდნენ ბრამინნი. ჩინეთში ქირომანტია არსებობდა ჩვ. წ.-მდე 3000 წელს. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ის საკმაოდ ძველი ხელოვნებაა, რომელიც დღემდე უწყვეტი ხაზით შემოინახა ჩინეთსა და იაპონიაში და განაგრძობს განვითარებას წარსულის მკაცრი ტრადიციის ფარგლებში.

ანტიკურ რომში ქირომანტია ითვლებოდა ოფიციალური სახელმწიფო რელიგიის შემადგენელ ნაწილად და მუდმივად გამოიყენებოდა საპარლამენტო პროცედურების მიმდინარეობისას. ძველი ბერძნები მასზე ასევე იყვნენ დამოკიდებულნი.

my-palm-reading

ჩვ. წ.-მდე 400 წელს დაიწერა ტრაქტატი ქირომანტიის შესახებ ინგლისში. ის ეძღვნებოდა ბელინუსს, ბრიტების ოცდამესამე მეფეს.

ნათელი მაგალითი ამისა – ექიმი გალენა, დამაარსებელი ექსპერიმენტალური ფიზიოლოგიის და ჰიპოკრატე, „მედიცინის მამა“. არისტოტელემ კი „ონტოლოგიისა და ფილოსოფიის მამამ“ უძღვნა ალექსანდრე მაკედონელს ტრაქტატი ქირომანტიის შესახებ, რომელიც, გადმოცემით, დაწერილი ყოფილა ოქროს ფირფიტებზე.

მაგრამ მხოლოდ შუა საუკუნეებში იოჰან ვონ ჰაგენ და პარაცელსი იყვნენ სერიოზულად გატაცებულნი ქირომანტიით და ცდილობდნენ სისტემის სახე მიეცათ მისთვის. სწორედ ამ დროს გაჩნდა იმის რწმენა, რომ ხელისგულის სხვადასხვა ნაწილებს ხაზებს შორის მართავენ მთვარე, მერკური, მარსი, ვენერა, იუპირეტი, სატურნი, აპოლონი და რომ ადამიანს შეუძლია მათი მეშვეობით საკუთარი ბედის ამოკითხვა.

ამავე პერიოდში ქირომანტია გახდა პოპულარული მთელს ევროპაში, ის მიღებული სწავლება გახლდათ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში. ცნობილია გერმანელი ექიმის როტმანის მცდელობა მოეშორებინა ქირომანტიასთან დაკავშირებული ყოველგვარი ცრურწმენა და წარმოედგინა ის ხელების შემსწავლელ ერთიან სწავლებად, რომელსაც ეუფლებოდნენ სამედიცინო სასწავლებლებში.

XIX საუკუნის ფრანგმა სწავლულმა დარპანტინმა სრულყო ქირომანტიის თეორია, თუ შეიძლება ასე ითქვას, მრავალი წელი დახარჯა იმისათვის, რათა შეესწავლა ასი ათასობით ხაზი და მათი თავისებურებანი. ქირომანტიის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა დე ბაროლმა, რომელმაც 1879 წელს გამოიგონა ხელისგულის ანაბეჭდის ტექნიკა. მანვე შეამჩნია, რომ ერთ ხელისგულზე ხაზები შეიძლება არა მხოლოდ გამუდმებით იცვლებოდეს, არამედ დროდადრო გაჩნდნენ ანდა გაუჩინარდნენ.

XX საუკუნეში ტექნოლოგიური განვითარება მივიდა იქამდე, რომ კაცობრიობამ უარი თქვა წარსულზე ახალი დროის სახელით. ამან გამოიწვია ის, რომ ქირომანტია სერიოზული სწავლებიდან გადაიქცა უბრალო გასართობად.

თუმცა მიუხედავად ამგვარი სახეცვლილებისა, ჯერჯერობით არცერთი თანამედროვე სწავლული საჯაროდ არ გამოსულა ქირომანტიის უსაფუძვლობის წინააღმდეგ. ფსიქოლოგი და ექიმი, შარლოტა ვულფი ითვლება სამეცნიერო ქირომანტიის შემქმნელად. ოცი წელი ის სწავლობდა ხელისგულის ხაზებს, რომელთაც უდარებდა ადამიანის ხასიათს, მათ ემოციონალურ მდგომარეობას და პოულობდა ფიზიკურ ნაკლულოვნებებსა თუ ფსიქოლოგიურ ანომალიებს. ამ მხრივ, მან შეძლო 90000 ხელის კლასიფიკაცია.

ჩვენს დროში არსებობს მთელი რიგი მეცნიერებებისა, მათ შორის დერმატოგრიფიკაც, რომელიც იკვლევს ხელისთითებზე არსებულ ნიშნებსა და ხელისგულის ხაზებს.

დოქტორი თეოდორ . ბერი თავის წიგნში ხელი როგორც სარკედაავადებათა სისტემატიკაში მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება პაციენტის ხელისგულზე ხაზების დაკვირვებით სერიოზული დაავადებების განსაზღვრა.

ანატომიის სპეციალისტები ხელისგულზე ხაზების წარმოშობას ხსნიან იმით, რომ ხელები აქტიურად გვაქვს დაკავებული სხვადასხვა საქმით, რის გამოც ჩნდება მასზე ნაოჭები და გვაძღევს ანაბეჭდს. თუმცაღა ისინი ამავე ლოგიკით ვერ უპოვიან ახსნას იმ ფაქტს, თუ რატომ აქვს ახლადდაბადებულ ბავშვს გაცილებით მეტი ხაზი ხელისგულზე, ვიდრე მოზრდილს.

თუ დასავლეთში ქირომანტია მხოლოდ ახლა იწყებს დაკარგული პოზიციის დაბრუნებას, მსოფლიოს სხვა მხარეებში, სადაც მისით სერიოზულად იყვნენ ძველად დაკავებულნი, გრძელდება მისი პრაქტიკული და პრაგმატული ასპექტების განვითარება. უკვე ორი ათასი წელია ჩინელები მანამ, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მიმართავენ ქირომანტს.

სამხრეთ ამერიკაში კი ქირომანტია იმდენად პოპულარულია, რომ საგაზეთო ჯიხურებში იყიდება ჟურნალები, მთლიანად ამ სწავლებას რომ ეძღვრება. ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში ადამიანები ღრმად არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ ქირომანტიას ძალუძს პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, რომელთა წინაშეც რელიგია, მედიცინა, ბიზნესი და მეცნიერება უძლურია.

ისევე როგორც ნებისმიერი სახით სულიერი მღელვარება შესაბამის ასახვას ჰპოვებს ჩვენს გარეგნულ მხარეზე და მათი ხშირად განცდამ სამუდამოდ დატოვოს თავისი კვალი, ასევე ხელზეც რჩება გარკვეული ანაბეჭდი.

ამგვარი ახსნა-განმარტება შესაძლოა გავამართლოთ ისეთი სწავლების არსებობით, როგორიცაა ქირომანტია.

ქირომანტიას აქვს ისეთივე უფლება ცხოვრებაზე, როგორიც, მაგალითად, ამინდის წინასწარმეტყველებას, ან პროგნოზირებას. მეტეოროლოგი ცნობად ფაქტებზე დაყრდნობით, ვარაუდობს მოსალოდნელ წვიმას, თოვლს ან ქარს. ქირომანტი აკეთებს იგივე რამეს. ის აკვირდება ხელის გამოსახულებას, გამოვლინებებს, გამოყოფს და აჯგუფებს მათ ტიპიური ფორმების მიხედვით, რაც იძლევა სახასიათო თავისებურებებთან დაკავშირებული დასკვნის გამოტანის საშუალებას. სათანადო მონაცემების გათვალისწინებით ხდება შესაძლო მოვლენათა ვარიანტების გამოთვლა, რომელიც მოსალოდნელია ადამიანის უახლოესი ცხოვრების განმავლობაში.

magic-woman-gypsy-queenყოველ შემთხვევაში, ხელისგულების შესწავლა და ხაზების მნიშვნელობათა დადგენა, მოაზროვნე დამკვირვებელს აძლევს ბევრ საინტერესო და ყურათსაღებ ინფორმაციას, რაც ისევ ამავე ცოდნის საფუძველზე გამოუმუშავებს იმ უნარს, რასაც ნამდვილი ქირომანტია ჰქვია, თუ არადა, ის შეიძლება გადაიქცეს სამოყვარულო დონეზე სასიამოვნო თავშესაქცევ საშუალებად მაინც.

მაშ ასე, დააკვირდით თქვენს მარცხენა ხელისგულს, რას ვხედავთ ჩვენ?

ხელის ანალიზისას საჭიროა გვახსოვდეს ვისი ხელის შესწავლა გვიწევს – ქალის თუ მამაკაცის.

აუცილებელია ყოველთვის დავათვალიეროთ როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელი. თუ ორივე ხელზე ჩანს ერთი და იგივე, მხოლოდ მაშინ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მეტად დარწმუნებულები ყოველი მინიშნების სანდოობაში. მარცხენა ხელი მიუთითებს იმ მონაცემებზე, რაც დაბადებიდან თან დაჰყვება ადამიანს და არის მემკვიდრეობითი ხასიათის, ასევე ის მიანიშნებს ჩვენს თვისებებზე, ჩვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც პოტენციურად გაგვაჩნია. ხოლო მარჯვენა ხელი გვიჩვენებს შემდგომ შეძენილ უნარს, რომელიც საშუალებას გვაძლევს რაიმე შევცვალოთ. ამდენად, თუ მარცხენა ხელზე ბედით განპირობებულ მონაცემებია აღბეჭდილი, მარჯვენა ხელზე ასახულია არჩევანის თავისუფლების ფარგლებში რა ცვლილების შეტანა შეგვიძლია. სწორედ, ამით აიხსნება თვალით გასარჩევი განსხვავება მარცხენა და მარჯვენა ხელისგულებზე არსებულ ხაზებს შორის. თუმცა სხვაობა ეხება არა მხოლოდ ხაზებს: თითები ერთ ხელზე გვხვდება შედარებით გრძელი, ვიდრე მეორე ხელის თითებია, ასევე სხვადასხვაა ხელების ფორმა.

მამაკაცის ხელი უხეში, მტკიცე და მაგარია ქალის ხელთან შედარებით. ხშირ შემთხვევაში, მამაკაცისა და ქალის ხელების ერთმანეთისგან გარჩევა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. მაგრამ არის მამაკაცის ხელი, რომელიც ძალზე ქალურია და ეს თვით მის ბუნებაშიც ჩანს. ისევე როგორც ქალი მამაკაცური ხელებით ხასიათში ავლენს კაცის თვისებებს.

ხელის ზომა

პატარა ხელი, როგორც წესი, მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს დიდი გეგმებისა და იდეების მოფიქრებისკენ მიდრეკილება.

დიდი ხელების მქონე ადამიანი მიდრეკილია ანალიზისკენ და ეხერხებათ ისეთი საქმე, რაც დიდ სიზუსტეს მოითხოვს. ყველა კარგ იუველირსა თუ მესაათეს აქვს ამგვარი ხელები. ქალები დიდი ხელებით ხდებიან ხელმძღვანელები.

ვიწრო ხელები ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება განცალკევებისკენ, ის განყენებულად აზროვნებს და მსჯელობს და ეს ეხება სულიერ სფეროსაც. ძალზე ვიწრო ხელები მიანიშნებს მეპატრონის არასაკმარის წარმოსახვასა და ფანტაზიაზე. ძალიან ვიწრო და გრძელი ხელი ასევე მიუთითებს ადამიანის ეგოიზმსა და თვით მის ტირანულ ხასიათზეც კი.

ფართო ხელების პატრონი გამოირჩევა შრომისუნარიანობითა და ფიზიკური გამრჯეობითა და გონებრივი სიბეჯითით.

ხელის ფერი

ვარდისფერი ხელი გულისხმობს ჯანმრთელობასა და სიცოცხლისუნარიანობას;

წითელი ხელი ითვლება სისხლსავსეობისა და სიფიცხის ნიშნად;

ყვითელი ხელი გვაფრთხილებს დაავადებული ღვიძლის ანდა ნაღვლის ბუშტის შესახებ, რაც ყოველთვის უკავშირდება მელანქოლიას, მომატებულ ნევროზულობასა და სევდას;

მოცისფრო ხელი გვეუბნება, რომ დარღვეულია სისხლის ცირკულაცია;

მომწვანო ფერის კანი მიუთითებს ბოროტ და გულღვარძლიან ადამიანზე;

ფერმკრთალი (ან თეთრი) ხელები ეკუთვნის ფლეგმატიკული ხასიათის ადამიანს, ასევე ეგოისტურ ნატურას, განსაკუთრებით, თუ თეთრი ფერისაა თვითონ ხელისგულები.

ხელის სხვა მახასიათებლები:

თბილი ხელები არის ნიშანი ხალისიანობის, გულითადობისა და სიცოცხლის სიყვარულის, თუმცა, ამავე დროს, ჟირვეულობის. ადამიანი თბილი ხელებით ყოველთვის ენთუზიაზმით უდგება ყველანაირ საქმეს.

ცივი ხელების ადამიანი ხასიათდება, როგორც გარეგნულად გულგრილი, ადამიანებთან ურთიერთობისას ცივი და უშიშარი ნატურა.

ხელი რაც უფრო ნაზი კანისა აქვს ადამიანს, მით უფრო მგრძნობიარე და გულჩვილია ის და პირიქით, რაც უფრო უხეში, “სქელკანიანი” ხელის პატრონთან გვაქვს საქმე, მით უფრო იკლებს ეს თვისებები.

მშრალი ხელი მეტყველებს ისეთ ადამიანზე, რომელიც გარშემომყოფთა მიმართ თავშეკავებულია. ხოლო სველი და ოფლიანი ხელი მიანიშნებს მორცხ და მორიდებულ ადამიანზე, რომელსაც, მოსალოდნელია, რომ აწუხებდეს გული.

თმა ხელზე მიუთითებს ძლიერ ტემპერამენტზე, რაც ასევე დაკავშირებულია ხასიათისა და შეგრძნებათა არასტაბილურობაზე.

მცირე თმა მამაკაცის ხელზე აშკარა ნიშანია იმისა, რომ ადამიანი გულითადი და თბილია, ასევე გონიერი და კომფორტის მოყვარული.

თმა ქალის ხელზე ყოველთვის აღნიშნავს სისასტიკეს.

აბსოლუტურად უთმო მამაკაცის ხელი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მის ქალურობაზე. თუ თმა იზრდება მხოლოდ ქვედა სახსრებზე, მაშინ ეს  მიანიშნებს სიკეთესა და ხასიათის სირბილეს.

მტკიცე ხელი მიანიშნებს შრომისუნარიანობაზე, ქმედითობასა და ეკონომიურობაზე. თუმცა ძალზე მტკიცე და მაგარი ხელები უხეშობის, სიჩლუნგისა და ცრუმორწმუნეობის მაჩვენებელია. ხოლო თუ მაგარი კანი ხელისგულზეც გვხვდება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მისი პატრონს ერთი წუთითაც არ უყვარს უსაქმოდ გაჩერება.

ადამიანები რბილი ხელებით გაცილებით პოეტურები არიან, ფლობენ გაცილებით უფრო ღრმა და ნაზ გრძნობებს. ძალზე რბილი და ფუნფულა ხელები აქვთ სიზარმაცისკენ და მფლანგველობისკენ მიდრეკილ ადამიანებს.

ძალზე ხორციანი ხელები მიანიშნებს გემოსმიერი თუ სხვა სახის სიამოვნებათა სიყვარულზე. ძალიან მსუქანი ხელები მიუთითებს ეჭვიანობისკენ, სიძუნწისკენ და გულგრილობისკენ  მიდრეკილებას.

ზოგიერთ ადამიანს ხელებზე აქვს ე.წ. „აპკები“. მათი შემჩნევა შეიძლება თითებს შორის, ოდნაც გამოყოფილი კანის სახით და კარგად ჩანს ხელისგულების მხრიდან ან ზევიდან თუ დავხედავთ. „აპკების“ არსებობა თითებს შორის მიანიშნებს ადამიანის დამოკიდებულებაზე გარესამყაროსა და საკუთარი თავის მიმართ. ასეთ ადამიანებს აქვთ განსაკუთრებით მდიდარი შინაგანი სამყარო.

Advertisements

Comments are closed.