მითოლოგიური კოსმოგონია

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

376233_329357847155771_1620545177_n_large

არის უამრავი მითი და ლეგენდა უძველესი ერების ცნობიერებას დღესაც რომ ახსოვთ. ამ გადმოცემების უმეტესობა უთუოდ ეხება სამყაროს წარმოშობის თემას. უნდა ითქვას, რომ ეს ის საკითხია, რომელიც ადამიანს თავის გაჩენის დღიდან მოყოლებული მუდამ აინტერესებდა. ალბათ, ამით აიხსნება მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში არსებული ათასნაირი ძველი რწმენა-წარმოდგენა, რომლებიც კი შემორჩა კაცობრიობის მეხსიერებას. ყოველივე ეს ქმნის მითოსურ კოსმოგონიას.

ყველა ძველი ეთნოსი ატარებს ამგვარ გადმოცემებს, რომლებიც ზოგჯერ ზეპირსიტყვიერების გზით გადაეცემოდათაობიდან თაობას, ზოგჯერ კი მითოლოგიის, ან რელიგიის საკუთრება ხდებოდა.

ყოველი ამგვარი მითის მახასიათებელი ის გახლდათ, რომ მასში იყო ცდა სამყაროს წარმოშობის ახსნისა. ისინი ქმნიან ამა თუ იმ ხალხის კოსმოგონიურ მითოლოგიას. რამდენად დამაჯერებელ, ანდა დაუჯერებელ წარმოდგენებს შეიცავდნენ ისინი – ეს სხვა საკითხია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათზე ყურადღების გამახვილება უთუოდ ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ ესაა პირველი და თან უძველესი წარმოდგენები, რომლებიც კი ადამიანს გასჩენია თავისი არსებობის განმავლობაში. ისინი უთუოდ იმითაც იქცევენ ყურადღებას, რომ თავისებური მხატვრულობა, მეტაფორულ-სიმბოლური დატვირთვა ახასიათებთ და შესაბამისად, ესთეტიკურადაც გვიზიდავს. ამ მხრივ, ძველი ბერძნული მითოლოგია უდავოდ გამორჩეულია. სწორედ აქედან მომდინარეობს ბევრი ისეთი ტერმინი, რომლებიც დღესაც ფართოდაცაა გავრცელებული და მათ უკან სხვადასხვა ძველბერძნული მითი იკითხება.

მაგალითად სიტყვა „გალაქტიკა“ სწორედ ერთ-ერთი ბერძნული მითიდან იღებს სათავეს. „რძიანი გზა“ (ΓαλαξίαςGalaxias) როგორც ჩვენს გალაქტიკას უწოდებენ, მომდინარეობს ძველბერძნული სიტყვიდან  γάλα/gala, რაც ნიშნავს რძეს. ერთი ძველბერძნული მითი მოგვითხრობს და ერთგვარ ახსნასაც გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორც წარმოიშვა სამყარო – ადგილი, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ. ლეგენდის თანახმად, გალაქტიკის შექმნა უკავშირდება ნახევარღმერთ ჰერაკლეს, როდესაც ის იყო ჯერ კიდევ ახალშობილი. მისმა მამამ ძევსმა გაიგო, რომ მას ბიჭი შეეძინა მოკვდავ ალკმენესაგან. მან გადაწყვიტა, რომ თავისი კანონიერი ცოლის – ჰერას რძით გამოეკვება ჰერაკლე, რათა ამით მას ღმერთის შესაფერისი თვისებები შეეძინა. თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც ჰერას ეძინა. ასეც მოიქცა, მაგრამ როდესაც ცოლს გამოეღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისთვის უცხო ბავშვს რძით კვებავდა, მან ის მოიშორა თავიდან, რის დროსაც მას რძე დაეღვარა. მითის თანახმად, ასე დაედო დასაბამი ე.წ. რძიან გზას, ანუ იგივე გალაქტიკას.

ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, რძიანი გზა შეიქმნა ძროხის რძის გუბის სახით. როგორც ცნობილია, მათ ჰყავდათ ძროხის ღვთაება, სახელად ბეტი (Bat).

რაც შეეხება ინდოეთს, არსებობს წიგნების კრებული სახელწოდებით „ბჰაგავატა პურანა“, რომელშიც მოთხრობილია იმაზე, თუ როგორ გაჩნდა ჩვენთვის ხილული თუ უხილავი სამყაროები. რამდენიმე საინტერესო კოსმოგონიურ ფაქტს ვაწყდებით ამ გადმოცემებში:

  • სივრცეში ვარსკვლავებისა და პლანეტების მოძრაობა შედარებულია დელფინებს, რომლებიც მიცურავენ ზღვაში.
  • სამოთხეს ეწოდება შიშუმარა ჩაკრა(śiśumãra cakra), ანუ დელფინების წრე
  • „რძიან გზას“ სანსკრიტულად ჰქვიაAkasaganga, რაც ნიშნავს „განგის მდინარეს ცაზე“.
  • ვიშნუს და ლაკშმის (ინდუისტურ ერთ-ერთ ცენტრალურ ღმერთებს) სძინავთ გველის საწოლზე Paar Kadhal-ში, ანუ რძიან ზღვაში.

აღმოსავლეთ აზიის ხალხთა რწმენით, ვარსკვლავების ნისლიანი ჯგუფი ცაზე იყო სამოთხის „ვერცხლის მდინარე“. ერთ-ერთ გადმოცემაში, ვარსკვლავი სახელად ალტაირი (Alpha Aquilae, ანუ ყველაზე მბრწყინავი ვარსკვლავი) და ვეგა იყვნენ ორი შეყვარებული, რომლებსაც ეძლეოდათ საშუალება წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეხვედროდნენ ერთმანეთს, კერძოდ, ყოველი წლის მეშვიდე თვის მეშვიდე დღეს. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც კაჭკაჭებისა და ყვავების გუნდი შექმნიდნენ ხიდს გალაქტიკის მდინარეზე. ეს მომენტი – მეშვიდე ღამე – აღინიშნება საზეიმოდ, როგორც მათი შეხვედრის დრო.

სამხრეთ ავსტრალიელი აბორიგენი ხალხის კაურნების ცნობით, რძიან გზას ხედავდნენ როგორც მდინარეს ციურ სამყაროში. მას ისინი ეძახდნენ Wodliparri-ს (wodli = სახლი, parri = მდინარე) იმ აზრით, რომ მდინარე არის მათი ნამდვილი ადგილსამყოფელი. მატერიის ბნელი მხარე კი მათ წარმოდგენებში აღიქმენა, როგორც საშიშ ადგილად, რომელსაც უწოდებენ იურას (yura). კაურნა ამ სივრცეს – უკუნით ბიბნელეს – ეძახის Yurakauwe, რაც აღნიშნავს „ურჩხულების მდინარეს“.

ასეთია სხვადასხვა ხალხთა მითოსური მსოფლხედვით შექმნილი რწმენა-წარმოდგენები ჩვენი სამყაროს წარმოშობაზე. ისინი ასაკით ადამიანის არსებობასაც უტოლდება, რადგან სამყაროს შესახებ რაიმე ცოდნის არსებობის საჭიროება თავად ადამიანის გაჩენის დღიდანვე ისმევა.


https://en.wikipedia.org/wiki/Milky_Way

Advertisements

Comments are closed.