რა არის მანდალა?

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

Kalachakra_Mandala_by_Michel8170

მანდალა (სანსკ: मण्डल Maṇḍala „წრე“) — ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიურ ტრადიციებში არის „წმინდა ხელოვნება“.[1]

ძველინდური მანდალა… ის აჩვენებს სიღრმისეულ ეზოთერულ კავშირს სამყაროსა და დემიურგ ძალას შორის, რომელიც ვედურ ტრადიციაში ბგერებზე დაიყვანება, თანამედროვე სპეციალური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ – ბგერების თანმხლებ სიხშირეებზე.

გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ძველინდური მანდალების სქემატური სურათი მანდალის შესაბამის მანტრას (ბრეგერბს ან ბგერით კომბინაციებს, მაგ. როგორიცაა “ომ” მანტრა) ექსპერიმენტის შედეგები სრულად მიესადაგება. ვგულისხმობ სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ჩატარებულ ექსპერიმენტებს; ბგერა და მისი თანმხლები სიხშირე, რომელსაც ეს მოწყობილობა – ე.წ. ტონური გენერატორი – გამოსცემს დაკავშირებულია მეტალის ფირფიტასთან, ხოლო თუ ფირფიტაზე არის დაყრილი რაიმე ფხვნილი (ამ ვიდეოებში, თუ არ ვცდები, მარილს ყრიან), სიხშირეზე რეაგირებს და ქმნის ფორმებს:

ამ ექსპერიმენტის საშუალებით მტკიცდება, რომ რაც უფრო მაღალია სიხშირე (რაც უფრო მეტია ჰერცი), მით უფრო რთული და კომპლექსური ხდება ის გეომეტრიული ფიგურები, რომელიც მეტალის ფირფიტაზე გამოისახება ტონური გენერატორის სხვადასხვა სიხშირეზე მომართვისას.[2]

ბგერა წარმოქმნის ფორმებს: არის მჭიდრო თანხვედრა ბგერასა და მატერიალურ სამყაროში მის მოქმედებას შორის.

ამ ვიდეოში მითითებულია სხვადასხვა სიზშირეები და მათი შესაბამისი ფიგურალური გამოსახულებები, თუმცა სხვადასხვა სიხშირის ხმა დაფარულია, ზოგადად ეს მოსასმენად არც თუ ისე სასიამოვნოა. ცნობისათვის ადამიანის მხოლოდ გარკვეული სიაპაზონის ჰერცებს აღიქვამს და სხვადასხვა სიხშირის ბგერებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს.

როდესაც თბილისის ვედური კულტურის ცენტრმა 2 მაისს ლექცია ჩაატარა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე. არასდროს არ მაქვს იმგვარი დამოკიდებულება ლექციების, სემინარებისა თუ სხვა სახის ინფორმაციის წყაროს მიმართ, როცა მგონია ბევრი ვიცი და ახალს ვერაფერს გავიგებ. პირიქით, ასეთი წინასწარი განწყობა მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი. მიმაჩნია, რომ ყველაფრიდან შეიძლება ისწავლო ახალი! სწორედ ეს მიწყობს ხელს მუდმივად დავხვეწო და სრულვყო ჩემი ცოდნა, რომელიც ვედებს ეხება. შედეგად, ლექციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ჩემთვის ნაცნობი იყო და ცოდნის გამეორებას წარმოადგენდა, ახალიც გავიგე და მეტის გაგების სურვილიც გამიჩნდა. ველი შემდეგ ლექციასაც, თუ ჩატარდება!

წყარო:

[1] http://ka.wikipedia.org/wiki/მანდალა

[2] დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული http://ru.wikipedia.org/wiki/Хладни,_Эрнст_Флоренс_Фридрих

Advertisements

Comments are closed.