ჯეისონ ტეილორის წყალქვეშა გამოფენა

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

2014, 13 აგვისტო

წყალქვეშა გამოფენის ავტორი ბრიტანელი სკულპტორი ჯეისონ ტეილორია (Jason Taylor). ძირითადი მასალა, რითაც ნამუშევრები შესრულდა, არის კერამიკა. ეს არაჩვეულებრივი გამოფენა დროებითი არაა, ის სამუდამოდ განთავსდა მექსიკის წყლებში, კუნძულ პუნტა კანკუნას მახლობლად, 50 მეტრ სიღრმეზე. ექსპოზიცია დღესდღეობით მოიცავს 400-მდე სკულპტურას.

201408131745265791

ესაა უჩვეულო წყალქვეშა გამოფენა, რომელიც აღძრავს სხვადასხვა ასოციაციებს მნახველში, უმეტესად კი ატლანტიდის ასოციაციას. გამოფენა შეიძლება დაკვირვების ობიექტადაც იქცეს, რადგან საქმე ის გახლავთ, რომ ნამუშევრების წყალქვეშ განთავსებიდან არც თუ ისე დიდიხნის გასვლის შემდეგ, ქანდაკებები წყალმცენარეებით დაიფარა, ხოლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მუდმივად, ესაა ხელოვნების ნიმუშების ნელ-ნელა გაქრობა და გაუჩინარება. დიახ, ქანდაკებებმა ისე იცვალეს ფორმა, რომ ძნელია მათი ამოცნობაც კი და იმის თქმა, თუ რომელი ნამუშევარი იყო განთავსებული ამა თუ იმ ადგილას.

201408131815055791 201408131815265791 201408131819415791 201408131820305791 201408131821185791 201408131828235791

ჯეისონ ტეილორი იყო მსოფლიოში პირველი წყალქვეშა გამოფენის მოწყობის ინიციატორი. ეს მანამდე, სანამ პროექტ “MUSA”-ს განახორციელებდა, 2009 წლის ნოემბერში. მისი პირველი წყალქვეშა გამოფენა გრენადაში მოეწყო, კარიბის ზღვის აუზში, 2006 წელს.

201408131849245791 201408131757195791

გამოფენა კანკუნის წყლებში ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 26 ნოემბერს, ხოლო ექსპოზიციის სახელწოდება იყო “ჩუმი ევოლუცია”.

201408131829355791201408131830365791201408131831595791201408131832205791201408131832445791201408131833065791201408131833295791201408131833545791201408131834085791201408131834265791201408131834415791201408131834555791201408131840115791201408131840285791201408131841015791201408131841205791201408131842075791201408131857535791201408131842205791

Advertisements

Comments are closed.