შუ კუბო

phpThumb_generated_thumbnail

შუ კუბო დაიბადა 1951 წელს იაპონიაში. 1977 წელს ოსაკას გალერეაში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, რის შემდეგ მან ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და მიწვეულ იქნა იაპონიის სხვადასხვა ქალაქში.

მისი ძირითადი მასალაა „ვაში“ – იაპონური ქაღალდი. „ვაშის“ თითო ფურცელზე საჭრისის ფაქიზი გამოყენებით იქმნება ნახატი. მან შეიმუშავა განსაკუთრებული შერეული ტექნიკა, ის იყენებს პასტელისა და აკრილის  საღებავს, ქსოვილს, ქვიშას.  თუ ნამუშევრის თემა მოითხოვს, ხელოვანი იყენებს სიფრიფანა „ვაშის’“ არაერთ ფენას, სიღრმისა და სამგანზომილებიანი შეგრძნების შესაქმნელად და ორიგინალური, ცოცხალი ფერებით ობიექტის ტექსტურასაც გამოხატავს.

შუ კუბო 1995 წელს კობეში მომხდარი დიდი მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა.  მან თავად გამოსცადა, თუ როგორ ტოვებს სტიქიური უბედურება წარუშლელ კვალს ისტორიასა და ადამიანის ცხოვრებაში. ამის შემდეგ მან თავისი შემოქმედების თემად აქცია „ქაღალდის იაპონიზმი“. მან მოიარა იაპონია და თავის ნამუშევრებში თითოეული სეზონის დამახასიათებელი „ინგრედიენტებისა“ და განწყობის გადმომცემი მოვლენებისა თუ საგნების ასახვა დაიწყო.

2009 წელს იაპონიის კულტურის საქმეთა სააგენტომ შუ კუბო იაპონური კულტურის დესპანად დანიშნა. რის შემდეგაც იგი ცდილობდა იაპონური კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რამაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოიპოვა. მოგვიანებით, იაპონიისა და საზღვარგარეთ ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად, მან სხვადასხვა ქვეყანაში მოაწყო გამოფენები, ჩაატარა ვორკშოპები და ა.შ.

Shu Kubo 1 Shu Kubo 2 Shu Kubo 3 Shu Kubo 4Shu Kubo 6 shu kubo kirieShu Kubo ParadiseShu Kubo_kagittan_japonizm_kiri_sergisiShu Kubo

Advertisements

Comments are closed.