Category Archives: ადამიანი

არჩევანი თავისუფლებისაკენ!

 სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

path_choices

ამ სტატიაში მინდა შევეხო არჩევანის გაკეთებისა და საკუთარი თავის რაიმესადმი მიკუთვნებადობის თემას, რითაც ბავშვი, მოზარდი, თუ უბრალოდ ადამიანი საზოგადოების სტრუქტურისა და იერარქიის შემადგენელი ნაწილი და მისი სრულუფლებიანი წევრი ხდება. ამის ჩვენება კი მსურს რამდენიმე საკმაოდ ცნობილი ნაწარმოებისა და ფილმისათვის დამახასიათებელი სცენარის ფონზე. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სიუჟეტური ქარგა საკმაოდ გავრცელებულია ამ ბოლო დროს დაწერილი ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებსა და შესაბამისად, მათ საფუძველზე გადაღებულ ფილმებში.

Continue reading

Advertisements

როგორ სახლში გვინდა რომ ვიცხოვროთ?!

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

Ready-to-buy-a-home

თითქოს ძალიან უბრალო ცნებაა “სახლი”. თუმცა ყველა ადამიანი ამ სიტყვაში განსხვავებულ ვიზუალურ ხატს აღიქვამს, ვგულისხმობ სახლის წარმოსახვით მოდელს, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს განსხვავებულად წარმოაუდგება, თავისი ზომით, ფორმითა თუ მდიდრული იერით. როგორც წესი, “სახლში” იგულისხმება შენობა-ნაგებობა, რომელიც კეთილმოწყობილია და გათვლილია ადამიანთა გარკვეულ რაოდენობაზე. მაგრამ არის კი ეს სტანდარტი? ვნახოთ, თუ რა შეიძლება მიიჩნეოდეს ცალკეული ადამიანისთვის სახლად; სახლი საკმაოდ ნეიტრალური ტერმინია და შეიძლება მთელი სახესხვაობა გამოიყოს დაწყებული ქოხით და დამთავრებული სასახლით. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ერთი ცნების – “სახლის” – ქვეშ ერთიანდება.

Continue reading

რა სექსუალური ორიენტაციის შეიძლება იყოს ადამიანი?

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

9446625-sexuality-the-dictionary-project-macro-shots-shallow-d-o-f

“სექსუალურობა” – ეს ისეთი რამეა, რაც სხვადასხვა ადამიანისათვის მოცემულ სიტუაციაში განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელია. ის ადამიანის ქცევის, დამოკიდებულებებისა და ფიზიკური მდგომარეობის ასპექტებს გულისხმობს.

Continue reading

ნარკოტიკები და საზოგადოების დამოკიდებულება მისდამი

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

pills

ნარკოტიკი აერთიანებს უამრავი სახის ბუნებრივ, თუ ქიმიური სახის ნივთიერებას, რომლებიც გადამუშავების შედეგად მიიღება თვითონ ადამიანის მიერ; დაწყებული, ერთი შეხედვით უვნებელ ჩაისა და ყავაში არსებული კოფეინითა და დამთავრებული, ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ორგანიზმისთვის მომაკვდინებელია. მართალია, ეს უკანასკნელი არალეგალურად ითვლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ, საუბედუროდ, ასეთი ტიპის ტოქსიკური საშუალებების მოხმარება ჯერ კიდევ ხდება…

Continue reading

კომპიუტერული თამაშების აქტიური მომხმარებლებისთვის!

  სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

image26

კომპიუტერული თამაშები რომ აზარტის სფეროს განეკუთვნება, ამაზე უკვე არავინ დავობს. უფრო მეტიც, ისინი, რომლებიც ამგვარი ვირტუალური გართობის მოყვარულნი არიან, სერიოზულად ხდებიან კომპიუტერზე დამოკიდებულნი.

Continue reading

გიგანტები – მითოლოგიური არსებები თუ წარსული რეალობა?!.

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

image0

Continue reading

კიბერპანკი – ადამიანის ახალი მოდელი თუ ძველი ტრადიცია?

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

ვინ არის კიბერპანკი?

survival intelligence

კიბერპანკი არის ადამიანი, რომელიც შემოქმედებითად იაზრებს მისთვის ხელმისაწვდომ ნებისმიერი სახის ინფორმაციას. ისინი იწოდებიან თვითდაჯერებულ ინდივიდუალისტებად (ულტრა-ინდივიდუალისტებად), ინიციატორებად, ნონკონფორმისტებად, მეამბოხეებად, ფსიქოპატებად, კომპიუტერულ ვიზიონერებად, ხატმებრძოლებად, უტოპისტ მეოცნებეებად, მარტოსულებად და თავდაჯერებულ ყოვლისმცოდნეებად… შუა საუკუნეების ინკვიზიცია მათ ერეტიკოსებად რაცხავდა, ბიუროკრატები კი – დისიდენტებად, სხვაგვარად მოაზროვნეებად, აცხადებდნენ ხალხის მტრებად და მოღალატეებადაც. ეს ადამიანები, არ ჯდებოდნენ საზოგადოებრივ სტანდარტებში.

Continue reading