Category Archives: ფილოსოფია

ინდივიდუალური და კოლექტიური ყოფიერება?!

unity and strength

წინამდებარე სტატიის სათაურზე დიდხანს ვფიქრობდი, არ ვიცოდი, ზუსტად როგორი ფორმულირება მომეძებნა და ბოლოს, ამგვარ სათაურზე შევჩერდი – „ინდივიდუალური და კოლექტიური ყოფიერება“. თემა მრავალ მომიჯნავე საკითხს მოიცავს, გვერდს ვერ ავუვლი ვერც სოციალურობისა თუ ასოციალურობის თემას, თუმცა ესეც კონტექსტის საჭიროებიდან გამომდინარე. ჩემი მთავარი მიზანი კი არის იმის ჩვენება, თუ რა არის ადამიანური ყოფიერების ორი სახე: ინდივიდუალური არსებობა და კოლექტიური თანაცხოვრება? რამდენად ვართ ინდივიდუალურები და რამდენად გვჭირდება სხვა ადამიანები? სადამდე ვრცელდება ჩვენი ინდივიდუალურობა და სად იწყება სხვათა პიროვნული საზღვრები? სად გადადის ინდივიდუალური არსებობა კოლექტიურ თანაარსებობაში? რა ქმნის კოლექტიურ თანაარსებობის წინაპირობას და საერთოდ, რა არის კოლექტიური თანაარსებობა და რაში გამოიხატება ის? არის ეს სოციალურობის გამოხატვა? როგორ ხდება ინდივიდუალურობის შენარჩულება მაშინ, როცა გარკვეული კოლექტივის წევრები ვხდებით? და პირიქით, კოლექტივის წევრობა ხომ არ ნიშნავს ჩვენი ინდივიდუალურობის უგულვებელყოფას, მის განვითარებაზე ზრუნვის შეფერხებასა და გაერთფეროვნებისკენ ნაბიჯის გადადგმას?

Continue reading

ბორხესის კატები

blog_as_coisas_paola_agosti_jorge_luis_borges_beppo_1980 Continue reading

არსებობს თუ არა ფილოსოფიური პრობლემა?

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

არსებობს თუ არა პრობლემა?

problem-solving-assessment

პრობლემა, ანუ ის, რასაც ჩვენ „პრობლემას“ ვეძახით, გონითი აქტივობებისა და გააზრებების ბიძგი ხდება. ამან ფილოსოფიაში ცალკე კვლევის საზღვრები შემოფარგლა. საკითხის კვლევის საჭიროება წარმოშვა შემდეგმა გარემოებამ: არსებობს უამრავი ფილოსოფიური ლიტერატურა, რომელიც შეგვიძლია გავაკრიტიკოთ, როგორც სიტყვების უაზრო გროვა; ამგვარი ნაწერების კრიტიკული შემოწმება დაიწყო ლ. ვიტგენშტაინისა და ენის ანალიტიკოსების გავლენით. ამ მხრივ, თვალსაჩინოა ბ. რასელიც.

Continue reading

ცოდნის პარადოქსი

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

universal-mind-quantum-power-1000x500

ცოდნა ერთ-ერთი იმ არამატერიალურ შენაძენთაგანია, რომელიც ჩვენს სულიერ სამყაროს ამდიდრებს. უდავოა, რომ ის უდიდეს წარმმართველ როლს ასრულებს ადამიანის ყოფიერებაში. ის ანიჭებს ჩვენს ყოველ მოქმედებას გარკვეულ საზრისსა და მოტივს. ამიტომაცაა, რომ ცოდნა ადამიანის ადამიანურობის სპეციფიკური მახასითებელია, როგორც თავისთავად მოცემული ბუნებრივი ნიშანი. ადამიანის კლასიკური განმარტებაც ასწორედ ამაზე მეტყველებს – „ადამიანი გონიერი ცხოველია“.

Continue reading

რეალობის სათავესთან!

მთარგმნელი  Narilla

მოდით გავიხსენოთ!

Beggining of reality

გზისმჩვენებელი – ოპერაცია „Terra“ – რეალობის სათავესთან!

ამ სტატიაში ჩვენ ვილაპარაკებთ რამდენიმე შემთხვევის შესახებ, რომლებიც მოხდება თქვენი  „შინ დაბრუნებისას“, სრულ ცნობიერებაში. ახლა ნამდვილად უბრუნდებით თქვენს ჭეშმარიტ სახლს, თვითჭეშმარიტებას და როცა კი აღნიშნული უფრო მაღალი რეალობა გაიხსნება თქვენ წინაშე,  შეგემთხვევათ უცნაური რამ, რომელთა ახსნასაც ვერ შეძლებთ სხვათათვის…

Continue reading

ცინიკოსები – კონტრკულტურის პირველი ანტიკური წარმომადგენლები

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

უნდა ითქვას, რომ მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა სიტყვა “კონტრკულტურა”, როცა არ იცნობდა ამ ტერმინს არც ანტიკური სამყარო, არსებობენ კონტრკულტურის წარმომადგენლები. შეცდომა იქნებოდა, კონტრკულტურა მხოლოდ თანამედროვეობის კუთვნილებად შეგვერაცხა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი, სწორედ, XX საუკუნის 60-იანი წლების დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ახალგაზრდული მოძრაობების – ბიტნიკებისა და ჰიპების – აღმნიშვნელად გამოიყენეს პირველად. კონტრკულტურის გაცილებით უფრო ძველ წარმომადგენლებს მაინც ვხვდებით ძველბერძნულ კულტურაში, კერძოდ კი ბერძნული ფილოსოფიის წარმომადგენელთა შორის.

57911343720071

ანტისთენე

Continue reading

სამყაროს ისტორიის ქრონიკებიდან

სტატიის ავტორი Narilla

ყველაფერი იწყება არაფრიდან (Ex nihilo)

galaxy

Continue reading