Category Archives: ფსიქოლოგია

ემოციური ინტელექტი

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

o-EMOTIONAL-INTELLIGENCE-facebook

ემოციური ინტელექტი  (Emotional intelligence (EI) არის უნარი გაანალიზო როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ემოციები, გამიჯნო ერთმანეთისაგან სხვადასხვა შეგრძნება, დააფიქსირო მათი წარმომშობი მიზეზები და გამოიყენო ემოციური ინფორმაცია საკუთარი ფიქრისა და ქცევისთვის სასურველი მიმართულების მისაცემად. ამდენად, ემოციური ინტელექტი ერთგვარად გულისხმობს ემოციათა გაცნობიერებას მათი ეფექტურად გამოყენების მიზნით.

Continue reading

ფსიქიკის სტრუქტურა ვედების თვალთახედვით

სტატიის ავტორი დიმიტრი ვოლხოვი

მთარგმნელი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

Consciousness

ავტორი კამერონ გრეი

ვედების თანახმად, ჩვენი ფსიქიკა, რომელიც გარეგნულად გამოხატულია, როგორც ჩვენთვის მონიჭებული ხასიათი, ჩვეულებანი, მიდრეკილებანი, დამახსოვრების შესაძლებლობანი, აზროვნება, შეგრძნებების განცდა და ასევე სხვა სახის ფსიქიკური ფენომენები, წარმოადგენს და ქმნის თავისთავად რთულ სტრუქტურას: ის არის შემცველი იმ ფაქიზი მატერიალური ენერგიის, რომელიც ფარავს და იცავს ჩვენს სულს.

Continue reading

სტუდენტის სინდრომი

სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

Student's Syndrom

ფსიქოლოგები უამრავ ფსიქოლოგიურ დაავადებას პოულობენ, გამოყოფენ, განასხვავებენ ერთმანეთისაგან და მათ, არც მეტი არც ნაკლები, ლიტერატურულ პერსონაჟთა სახელებს არქმევენ. ოიდიპოსის კომპლექსი, ელექტრას კომპლექსი, ალისას სინდრომი, კარლსონის სინდრომი, დორიან გრეის სინდრომი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი!

Continue reading

“პიტერ პენის სინდრომი”

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

Petter Pen

ფსიქოლოგიური დაავადება, რომელიც “პიტერ პენის სინდრომის” სახელითაა ცნობილი, წარმოადგენს საკმაოდ გავრცელებულ სინდრომს სამედიცინო პრაქტიკაში. ამ მოვლენაზე პირველად მიუთითა დენ კილიმ 1984 წელს თავის წიგნში, სახელწოდებით “პიტერ პენის სინდრომი: მამაკაცები, რომლებიც არასდროს იზრდებიან”.

Continue reading

“დორიან გრეის სინდრომი”

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

Dorian Gray

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის რომანის “დორიან გრეის პორტრეტის” პერსონაჟის სახელიდან იღებს სათავეს. ვთქვათ ორიოდე სიტყვა ნაწარმოების სიუჟეტთან დაკავშირებითაც: ამბავი გადმოგვცემს ახალგაზრდა მომხიბვლელი და შესანიშნავი მამაკაცის დორიან გრეის ისტორიას. მას მხატვარი ვინმე ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. რომანის მთავარი გმირი ტკბება ამ ნახატის მშვენიერებით. ამავე დროს, დორიან გრეის თავისი სილამაზის წარმავალი ბუნების ეშინია, ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა შეელიოს თავის ბრწყინვალე გარეგნობას და ინატრებს, რომ მის ნაცვლად მისი პორტრეტი დაბერდეს. იმდენად ძლიერია მისი ეს აკვიატება, რომ მზადაა სულიც კი მიყიდოს ეშმაკს. მაგრამ, სამწუხაროდ, მას შეიწირავს მისივე ეს სურვილი და იღუპება მაშინ, როდესაც ცდილობს ხელოვნების ნიმუშის განადგურებას.

Continue reading