Category Archives: სინდრომები

“პიტერ პენის სინდრომი”

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

Petter Pen

ფსიქოლოგიური დაავადება, რომელიც “პიტერ პენის სინდრომის” სახელითაა ცნობილი, წარმოადგენს საკმაოდ გავრცელებულ სინდრომს სამედიცინო პრაქტიკაში. ამ მოვლენაზე პირველად მიუთითა დენ კილიმ 1984 წელს თავის წიგნში, სახელწოდებით “პიტერ პენის სინდრომი: მამაკაცები, რომლებიც არასდროს იზრდებიან”.

Continue reading

“დორიან გრეის სინდრომი”

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

Dorian Gray

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის რომანის “დორიან გრეის პორტრეტის” პერსონაჟის სახელიდან იღებს სათავეს. ვთქვათ ორიოდე სიტყვა ნაწარმოების სიუჟეტთან დაკავშირებითაც: ამბავი გადმოგვცემს ახალგაზრდა მომხიბვლელი და შესანიშნავი მამაკაცის დორიან გრეის ისტორიას. მას მხატვარი ვინმე ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. რომანის მთავარი გმირი ტკბება ამ ნახატის მშვენიერებით. ამავე დროს, დორიან გრეის თავისი სილამაზის წარმავალი ბუნების ეშინია, ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა შეელიოს თავის ბრწყინვალე გარეგნობას და ინატრებს, რომ მის ნაცვლად მისი პორტრეტი დაბერდეს. იმდენად ძლიერია მისი ეს აკვიატება, რომ მზადაა სულიც კი მიყიდოს ეშმაკს. მაგრამ, სამწუხაროდ, მას შეიწირავს მისივე ეს სურვილი და იღუპება მაშინ, როდესაც ცდილობს ხელოვნების ნიმუშის განადგურებას.

Continue reading