Tag Archives: ქრისტინა ოტერო

ქრისტინა ოტერო და მისი “ტუტი ფრუტი”

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

2012, 15 აგვისტო, 19:20

ქრისტინა ოტერო 16 წლის ესპანელი ფოტოგრაფია. სხვადასხვა ხილის გამოყენებით მან გააკეთა ფოტოსერია სახელწოდებით “Tutti frutti”. მან წარმოადგინა ქალური სილამაზე, რომელიც ამა თუ იმ ხილს ბუნებრივად დაუკავშირა. საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ფოტოსერია გამოუვიდა და ამაში თქვენც დარწმუნდებით. დამთვალიერებელს მისი ფოტოები ნამდვილად უქმნის ღიმილიან განწყობას!

აღსანიშვანია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ფოტოები ქრისტინას ავტოპორტრეტებს წარმოადგენს; ის თავად იღებდა გადაღებებში მონაწილეობას და საერთოდაც, მისი ფოტოების უმრავლესობაში ის თავადაა გამოსახული.

ქრისტინა ოტერომ ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ძალიან უყვარს ადამიანის სახის გადაღება: “ეს ჰგავს ემოციებისა და იდეების ლექსიკონს, რაც კი რამ გჭირდება პიროვნების შესახებ, არის სწორედ აქ, წერია მის სახეზე, ამდენად ადვილია, გაშიფრო ის.”

57911345042220

Continue reading

ქრისტინა ოტეროს ფოტოსამყარო

მთარგმნელი და სტატიის ავტორი ნათია კენჭიაშვილი (Narilla)

2012, 15 აგვისტო

ქრისტინა ოტერო სულ რაღაც 16 წლისაა, მაგრამ უკვე დიდი შესაძლებლობების მქონე ფოტოგრაფად ითვლება. მისი ნამუშევრები მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტინა ოტეროს ფოტოსამყარო არაა მდიდარი პეიზაჟებით, რადგან ძირითადად, მხოლოდ ადამიანის სახეს იღებს, ისიც საკუთარ სახეს… მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფოტოში ყველაფერს დებს, ყველაფერს, რისი დანახვაც ადამიანს ფიქრს აღუძრავს!

ახლა წარმოგიდგენთ მისი ნამუშევრების მცირე, მაგრამ ჩემი აზრით, მნიშვნელოვან ნაწილს…

gunslinger Continue reading